-ერთმანეთი როგორ გაიცანით?- საჭმლით პირგამოტენილი ჯინმა შემოგვხედა.
-სკოლაში-ვეცადე გაბრაზება არ დამტყობოდა, მაგრამ მგონი არ გამომივიდა და ჯინი სიცილით გასკდა
-მე ახლავე მოვალ-სანის ავხედე, რომელიც საძინებლისკენ მიდიოდა. მინდოდა გავყოლოდი , მაგრამ ჯინმა გამაჩერა
-დაჯექი- სერიოზული ტონით მითხრა
-რა გინდა?
-პირდაპირ გეტყვი, რაც არ უნდა მოხდეს სანი არ მიატოვო
-რა? რატო უნდა მივატოვო?-ხელები მაგიდაზე დავაწყვე და თვალებში მივაშტერდი
-პასუხს იმედია ვერ გაიგებ- ისევ ჭამა გააგრძელა, ვითომც არაფერი.
-რაღაცას მიმალავ ჯინ- ვუთხარი და საძინებლისკენ წავედი
კარი ჩუმად გავაღე და სანი შევნიშნე, რომელიც კარადაში რაღაცას დებდა, შემდეგ კი ის გასაღებით ჩაკეტა
-სანი?- ჩემი ხმის გაგონებაზე შეხტა და კარადას ამოეფარა
-ჰოსოკ? მე მეგონა ჭამდი
-რამე ხდება?
-არაფერი , უბრალოდ სამკაულები ჩავკეტე- მითხრა, ვხდებოდი რომ მატყუებდა, მაგრამ არ შევკამათებულვარ
------------------------------
დილით ტელეფონის ხმამ გამაღვიძა, ხელი მარჯვნივ წავიღე სადაც ტელეფონი უნდა ყოფილიყო და ძლივს ვუპასუხე.
-გისმენთ- მძინარემ ვუპასუხე, ისე რომ თვალები არც გამიხელია
-ბატონი ჰოსოკი ბრძანდებით?
-დიახ მე ვარ
-იაპონიაში უნდა ჩამობრძანდეთ, დედათქვენი ცუდადაა-მის სიტყვებზე ლოგინიდან წამოვიხტი
-რაა? კარგით ჩამოვალ- ყურმილი გავუთიშე და ხელი სახეზე მივიდე
-სანი- მისკენ მივიწიე და ნელა გავაღვიძე, როგორ შეუძლია მკვდარივით ეძინოს, ალბათ ბომბის ჩამოვარდნასაც ვერ გაიგებს ძილის დროს
-რა ხდება ჰოსოკ?- ახალ გაღვიძებული სანი ულამაზესი სანახავია, თმა აწეწილი ,თვალის ფერი კიდევ უფრო გამუქებული, ტუჩები ძილისგან დაბერილი.
-იაპონიაში უნდა წავიდე-ვუთხარი და თმები ნაზად გადავუწიე
-რა? რატო?
-მოგვიანებით გეტყვი.
-კარგი მაშინ-მაკოცა და ისევ ბალიშს ჩაეხუტა. სიცილისგან გადავყირავდი
-სერიოზულად? არ გამაჩერებ? ან არც გამომემშვიდობები?-საბანი გადავაძვრვრე, რაზეც შეიშმუშნა , მაგრამ ბალიშს ხელი არ გაუშვა
-ნახვამდის-მითხრა და ყურადღებაც არ მომაქცია
-და ვსო?- ბალიშის გამორთმევას ვაპირებდი, რომ თავი აწია და ტუჩები ისევ შეაერთდა
-მიყვარხარ და თავს მოუფრთხილდი- მის სიტყვებზე ჩამეღიმა
-წავედი და შუგა შემოივლის ხოლმე ჩემს არ ყოფნაში.
-ვინ?
-ჩემი მეგობარია
-კარგი-ისევ ძილი გააგრძელა და მეც სახლიდან წავედი
time skip:
არ მეგონა თუ ასე ძაან მომენატრებოდა მისი სურნელი, ფაფუკი ტუჩები და თვალები , ჩემი იმედი მენატრება.
გარეთ პარკში ვსეირნობ, სასიამოვნო სიგრილეა , თმებს ნაზად მიწევს და მაგრილებს. რა ბედნიერებაა სიცოცხლის ყოველი მომენტი და ახლა განსაკუთრებით. ხელში ფოტოაპარატი მიჭირავს და ყველაფერს ვუღებ სურათს, როგორ მინდა კიდევ დიდხანს შემეძლოს ბუნებით დატკბობა, ამ სილამაზის შეგრძნება. რატო ვერ ვამჩნევდი მას ამდენი ხანი? ნუთუ აქამდე არ შემეძლო ამ ბედნიერების შეგრძნება? ნუთუ მხოლოდ მას შეუძლია ცხოვრების შეცვლა რაც თავად გართმევს ცხოვრებას?
,, მხოლოდ ახლა გავაანალიზე რომ, სიყვარულის საპირისპირო, არათუ სიძულვილი, არამედ მიტოვებაა ... მაპატიე...''
YOU ARE READING
წვიმა შენს თვალებში
Fanfictionყველზე ტკბილი იყავი, ვისაც კი ვიცნობდი. ყველას აბედნიერებდი ვინც შენს ირგვლივ იყო. ტკივილს გარეთ არ უშვებდი და ამას ისევ სხვების გამო აკეთებდი. უცნაური ადამიანი იყავი , მაგრამ სწორედ ეს მომწონდა შენში. მუდამ იღიმოდი და სხვის თვალწინ არ ტიროდი. სულ...