თავი მეშვიდე

290 49 6
                                    

ყველზე ტკბილი იყავი, ვისაც კი ვიცნობდი. ყველას აბედნიერებდი ვინც შენს ირგვლივ იყო. ტკივილს გარეთ არ უშვებდი და ამას ისევ სხვების გამო აკეთებდი. უცნაური ადამიანი იყავი , მაგრამ სწორედ ეს მომწონდა შენში.  მუდამ იღიმოდი და სხვის თვალწინ არ ტიროდი. სულ მეუბნებოდი ერთსა და იმავეს -არ უნდა შეგყვარებოდი! მაგრამ რატო? ამას მხოლოდ ახლა ვხვდები

------------------------------------------------------------------------------------

სახლში მივირბინეთ და სიცილი დავიწყეთ

-დიდი ხანია ესეთი ბედნიერი არ ვყოფილვარ

-მართლა? -ვკითხე  და მას დავაკვირდი, მანაც თავი დამიქნია

-მიდი დაიბანე არ გაცივდე -ვუთხარი და პირსახოცი ვესროლე -ამაზე გაიღიმა და თვალი ჩამიკრა

-ღმერთო გიჟია- გავიფიქრე და ზემოთ ავედი. საწოლზე წამოვწექი და თვალები დავხუჭე

-----------------------------------------------------

-ჰეი ძილისგუდა გაიღვიძე- სანის ხმამ გამაღვიძა. ის საწოლზე იდგა და ხტუნაობდა პატარა ბავშვივით. შემდეგ ხელი ჩამავლო და საწოლიდან ამაგდო

-მოდი . გახალისდები

-რა სისულელეა- გავიცინე, მაგრამ იგივე გავიმეორე და თავისუფლებაც ვიგრძენი, დებილივით ვიცინოდი, მაგრამ ეს ყველაფერი მსიამოვნებდა . 

-ომიიიი !!!- დაიყვირა სანიმ და ბალიში მესროლა და მასაც ბუმბულები გამოყვა . მეორე ბალიში გავუქანე

-ომი მიღებულია!!! -ბალიშებს გამწარებულები ვისროდით და გვიხაროდა, იქაურობა მთლიანად გათეთრდა ბუმბულების თოვლის დამსახურებით.  გავუღიმე და მანაც გამიღიმა.

-მადლობა სანი  

ავტორის p.o.v

ჰოსოკმა ნაზად შეუცურა ხელი ფეხების ქვეშ, შემდეგ წელზე და ხელში აიყვანა. სანის სიამოვნების ჟრუანტელმა დაუარა,  მართალია შეკრთა თავიდან მაგრამ ეს სიამოვნებამ ჩაანაცვლა.

წვიმა შენს თვალებშიWhere stories live. Discover now