ისევ იმ ადგილას ვდგავარ სადაც პირველად შეგხვდი, მაგრამ შენ ჩემს გვერდით არ ხარ. გული მტკივა! შენი ნახვა მინდა! სანი... გვერდით ვიხედები და შენი ლამაზი სახე მიდგება თვალწინ. ისევ ისე იღიმი ,როგორც პირველად გამიღიმე, მაგრამ ამჯერად ტირი. მინდა ტკივილი მოგაშორო,მინდა სახეზე ნახად მოგეფერო, თმებზე ისევ გეთამაშო, ისევ ისე გაკოცო როგორც პირველად ,მაგრამ მაშინვე ქრები და ფერფლად იქცევი.
---------------------------------------------------------
-ჩვენი იმედიც მოვიდა - სოჯუს ბოთლი მაღლა ასწია ნამჯუნმა
-რაო სკოლაში? -მეორე გალეშილმა მთვრალმა ძლივს ჩამოაყალიბა წინადადება
-შუგა, ნამჯუნ აქ რას აკეთებთ?!-გაბრაზებულმა წარბი ავწიე
-რა იყო ძველი მეგობრის ნახ-ვა არ გი-ხარია? - ფეხზე ადგომა ცადა, მაგრამ ისევ სკამზე დაეხეთქა და ჩატეხა კიდეც
-ნამჯუნ! ჯერ არ მოსულხარ და უკვე სკამიც გამიტეხე!!
-კა-კაი, მოდი და შენც დალიე -მითხრა შუგამ და დებილივით გაიკრიჭა
ნახევარი საათის შემდეგ:
-ჩვენ მომავალ.... -ხელი მაღლა ავწიე , რომ თაბრუსხვევა ვიგრძენი
-ბედნიერ ცხოვრებას გაუ...- დაიყვირა მონმა , მაგრამ ჭიქა ხელში ჩაუტყდა.
-მონ შენი დედაც, მაგრამ გაუმარჯოს!- ერთად დავიყვირეთ მე და შუგამ
-სკოლაში... ერთი გოგოა
-მერე?
-მერე ის რომ უცნაურია...
-რა?
-დაივიწყეთ -ვუთხარი და კიდევ ერთი ჭიქა სოჯუ დავლიე. თვალებში ჩამიბნელდა და მის მერე არაფერი მახსოვს.
----------------------------------------------------------------------------------
-აბა რას შვრებით?- მითხრა სანიმ დერეფანში
-გაკვეთილისთვის ვემზადები
-ღმერთო რა ალკოჰოლის სუნი აგდით -ჩაიცინა და რამდენიმე წიგნი გამომართვა
-აჰ გუშინ დავლიეთ და... ხო , მაგრამ როგორ მიხვდით? -კაბინეტში შევედით*
-ინტუიცია, მაგრამ უფრო ყნოსვა -ამაზე გადაიხარხარა
- ჩემს მეგობარს მაგონებთ, მასაც ესეთი ხუმრობები აქვს. არა მისი უარესია
-იქნებ თქვენობით ლაპარაკი შევწყვიტოთ?
-მე მეგონა თქვენობით საუბარი გსიამოვნებდა -გავიღიმე და მისგანაც საპასუხო მივიღე
- ცვაიგი, ლონდონი, ტოლსტოი, ჰიუგო ჩემი საყვარელი მწერლები არიან -მაგიდაზე ჩამოჯდა და ფეხების ქნევა დაიწყო, შემდეგ ტუჩები წინ წამოწია და მცირედით დაპუწა.რამდენიმე წამში მივხდი ,რომ მივშტერებოდი.
-აბა, რას იტყვი მეტს? -ვკითხე და მის მოპირდაპირე მერხზე დავჯექი
-რამე წაიკითხე, მაინტერესებს როგორ კითხულობ ლექსებს.
-კარგი, ამმ მაშინ ჩემს დაწერილ ლექსს წაგიკითხავ გინდა?
-კი,კი -პატარა ბავშვივით დაიწყო ყვირილი და ულამაზესი თვალებით შემომხედა.
-ძნელია როცა ტირილი გინდა,
ძნელია როცა ტირილს ვერ ბედავ,
ძნელია როცა სიცილი გინდა,
და ამ სიცილის მიზეზს ვერ ხედავ.
ძნელია როცა შენ გული გტკივა,
რომ ვეღარ გრძნობ ვერავის სითბოს,
ძნელია როცა ხელებზე გცივა
და ლამაზ ხელებს არავინ გითბობს.
ძნელია როცა სველი თვალებით ვეღარ იძინებენ,
არ წყდება თოვა...
ძნელია როცა ვიღაცას ელი
და თან იცი რომ ის აღარ მოვა......ამაზე სახე მოეღუშა, ღიმილი სახედან გაუქრა და თავი ჩახარა
-რამე მოხდა? არ მოგეწონა?
-არა როგორ არა, უბრალოდ სევდიანია
- სევდას მივეჩვიე ,-ვუთხარი და მივუახლოვდი, სახე ავუწიე , მაგრამ ამ დროს ხველება დაიწყო
-სანი! კარგად ხარ?
-გაციებული ვარ.. არაუშავს
-თავს მოუარე, ჯობს დაისვენო -ვუთხარი და თავზე ხელი გადავუსვი . მანაც საპასუხოდ გამიღიმა
------------------------
YOU ARE READING
წვიმა შენს თვალებში
Fanfictionყველზე ტკბილი იყავი, ვისაც კი ვიცნობდი. ყველას აბედნიერებდი ვინც შენს ირგვლივ იყო. ტკივილს გარეთ არ უშვებდი და ამას ისევ სხვების გამო აკეთებდი. უცნაური ადამიანი იყავი , მაგრამ სწორედ ეს მომწონდა შენში. მუდამ იღიმოდი და სხვის თვალწინ არ ტიროდი. სულ...