თავი მეთორმეტე

208 40 5
                                    


,,მენატრები... უსასრულოდ მენატრები...ფიქრებს ვერაფერი მოერევა..ღამდება, შენ კი ძველებურად მემალები...თეთრი მთვარე მტირალ ტირიფს მოეხვევა,შენზე ფიქრებით ბობოქარ ზღვას მივუყვები. მე კვლავ  უშენობა მელოდება. შავ მორევში შავი ფიქრით ჩავეშვები, აღელდება ზღვა... საოცრად აღელდება. გიხმობ, მაგრამ სად ხარ ?უკვე გვიანია, მე კი ისევ გელოდები. დავიღალე...შენ მითხარი, დრო ყველაფრის მკურნალიაო...რა ვქნა, თუ მეც ამ დიდ დროში დაგეკარგე.ალბათ, მოხვალ და სიყვარულზე მომიყვები , მაგრამ მონატრების სევდა ჩემზე ძლიერია''

ჰოსოკის p.o.v

-თვალები დახუჭე, დრო ყველაფერს განკურნავს,- მეუბნებოდა და თან თმებზე მეფერებოდა

-დრო ვერაფერს განკურნავს, დრო კლავს,- ვუთხარი   და თავი მის კალთაში ჩავრგე. კარგა ხანი ხმა არ ამოგვიღია. ბოლოს თავი ავწიე

-მადლობა , რომ ჩემს გვერდით ხარ. მადლობა , რომ შეგიყვარე და შენც მიპასუხე-ვუთხარი . უცებ თვალები დაუსევდიანდა და გვერდით გაიხედა

-უბრალოდ გახსოვდეს, რომ ცხოვრება რთული ჰოსოკ, არ ჩაიძირო შენს ილუზიებში და არ შემიყვარო იმაზე მეტად ვიდრე ახლა. ეს გატკენს- თქვა რბილი ხმით.

მაგრამ რა იცოდა, რომ იმაზე მეტად როგორც მიყვარდა შეყვარება შეუძლებელი იყო....

სანის p.o.v

ერთ კვირაზე მეტი გავიდა. ჩემი მდგომარეობა კიდევ უარესდება. ხშირი ხველება, ღებინება... ყველაფერი ჩემ წინააღმდეგ მიდის... ჰოსოკ არ მინდა შენგან წასვლა....

20 დეკემბერი:

-მაპატიეთ, მაგრამ...

-ნუ წელავთ ექიმო- ხველებით ვუთხარი

-კვირები დაგრჩათ,- ვერაფრის თქმა შევძელი, უბრალოდ ჩუმად ვიჯექი სანამ ცრემლები არ წამომივიდა

წვიმა შენს თვალებშიWhere stories live. Discover now