ენელიზი

1.4K 69 2
                                    


- შენ - დავიძახე და მანქანა პარკინგზე  შევაჩერე. რაც შეიძლება ჩქარა  გადავედი მანქანიდან და მანქანებს პირდაპირ ბორბლებ-ქვეშ შევუვარდი. ხელებს აქეთ-იქით ვიქნევდი და ხალს გაჩერებას ვთხოვდი. იმდენად ჩქარა მივდიოდი რომ ვერავის ვხედავდი და არაფერი მაინტერესებდა. ვეღარ ვხედავდი იმას ვისაც ვეძებდი და ღმერთმა უწყის  როდის ვიპოვიდი ბოლოს. 

ასფლატზე მჯდომი კაცი რომელიც "ნიუ-იორკ ტაიმსს" ყიდიდა გადავაყირავე და ბოდიშის მოხდით ავაყენე. ხელები ამიკანკალადა და ტვინში მცოცავი ჭიაყელები მთხოვდნენ გავცლოდი ამ ადგილს მაშინ, როდესაც ქერა, მაღალი სილუეტი დავინახე. სასწრაფოდ მისკენ წავედი და რაც შეიძლება ჩქარა გადავედი მეორე მხარეს. 

- ჯანდაბა ისევ დამეკარგა, ასე ჩქარა როგორ დადის. - დავიყვირე როცა ისევ დავინახე როგორ ჩადიოდა მეტროში. ძალიან სწრაფად უნდა ვიმოქმედო. 

-ძალიან ჭკვიანი უნდა ვიყო - ვეუბნებოდი ჩემს თავს როდესაც ჩემს თავზე კიტხვა დავუსვი. 

" რატომ დავსდევ ამ გოგოს?" 

მასთან მხოლოდ ერთხელ ვიწექი მაგრამ მინდოდა გამეგო ვინ იყო, მინდოდა გამეგო მისი სახელი, სად ცხოვრობდა და საიდან იყო. მასზე ყველაფერი უნდა გამეგო და სანა მ არ გავიგებდი არ დავისვენებდი. 

ბევრი გოგო ჩამიგორებია საწოლში მაგრამ მან ჩემში სიცარიელე დატოვა. ვიცოდი რომ რაღაც რიგზე ვერ ჰქონდა რადგან სულიერად განადგურებულ ხალხს ორ წამში ვცნობდი. 

ჯანდაბა, ახლა გამახსენდა რომ მეტროს ბარათი არ მქონდა მაგრამ ვიცოდი ამას მოვაგვარებდი. 

დავინახე როგორ ჩადიოდა კიბეებზე და მალე მეტროში ჩაჯდებოდა. 

- ძმაო გამატარე გთხოვ. -ვუთხარი პატარა ბიჭს და ხელშ ას დოლარიანი ჩავჩარე. 

- ფულით ვერ გაივლით. - 

- ჯანდაბა, გამატარე-მეთქი გეუბნები. - ვუთხარი და ბარიკადს გადავაბიჯე.

Dusty Soul  ( დასრულებულია) Where stories live. Discover now