( ამ თავზე რომ არ დააკომენტაროთ ჩათვალეთ ბოლო თავია. და ხო, ძალიან ბევრი მწერს იაპონია მართლა ასეთი საშიშია თუ არაო😂 დამერწმუნეთ იაპონია ყველაფერზე დაცულია "იაკუძასთან" კიდევ უბრალო ხალხს არანაირი კავშირი არ აქვთ ამიტომ
ნუ ინერვიულებთ იაპონია მესამეა ყველაზე დაცულ ქვეყნებში. )დილით ძალიან ადრე გამეღვიძა, როდესაც გვერძე გადავტრიალდი ქერა სილუეტს შევხედე რომელიც შიშველი იწვა ჩემს გვერდით. მისკენ მივიწიე და როდესაც თმაზე უნდა შევხებოდი გამახსენდა რომ ეს ენელიზი არ იყო. საწოლიდან სწრაფად ავდექი და ბოქსერების ჩაცმა დავიწყე.
- ჯერ მხოლოდ ოთხი საათია. - თქვა ბელამ ნამძინარევი ხმით და ჩემსკენ გადმოტრიალდა.
- საქმეები მაქვს. - ვთქვი და შარვლის ჩაცმა დავიწყე.
- კარგი, იქნებ დღეს კიდევ შევხვდეთ, გუშინდელი ღამე ძალიან კარგი იყო. - თქვა და გაიღიმა.
არაფერი მიპასუხია ისე ჩავიცვი და სწრაფად ჩავირბინე კიბეები. მანქანაში ჩავჯექი და ერთადერთი ადგილი სადაც წასვლა მინდოდა "ჰაბანა" იყო. ერთადერთი კლუბია სადაც უკვე სამი წელია ზედიზედ დავდივარ და არ მწყინდება. კლუბში შევედი და ერთი ორმაგი ესპრესო, არაყი და ლიმონი შევუკვეთე.
Flashback
Enelise's P.O.V
ტელეფონი რეკავს რაზეც ვიგინები და სწრაფად ვპასუხობ რომ ჰარიმ არ გაიგოს.
- გისმენ. - ვამბობ ბლუყუნით.
- რა გაარკვიე. - მეუბნება ბოხი ხმა და ორჯერ ახველებს.
- დრო მჭირდება, მისი ბარათის გატეხვას დრო უნდა, თან ოთხმოცი მილიონი ძალიან დიდი თანხაა ამდენს ვერ გადმოვრიცხავ.
- შენ სრულ ჭკუაზე ხარ? ხვალზევით ფული უკვე ჩემთან უნდა იყოს თორემ ჰარის ყველაფერს ვეტყვი. იცოდე აქ დაგტოვებ და ისევ მათხოვარი გახდები. - ამ სიტყვებზე ფრჩხილებს დელის გულს სწრაფად ვაჭერ და ღრმად ვსუნთქავ.
- რა? ეს არ გააკეთო, ყველაფერს მოვაგვარებ, დამაცადე. - ვამბობ და ტელეფონს სწრაფად ვთიშავ.
ჰარის ოთახის კარებს ნელა ვაღებ და ვხედავ როგორ აქვს ჩახუტებული მისი ბიცებსებით მისი დიდი ბალიში, უზომოდ გრძელი, ქერა თმა აბურდული აქვს და ტუჩები დასივებული. გაუაზრებლად მის წინ ვეყუდები და ასე ვუყურებ. მისკენ ოდნავ ვიხრები და ვიღიმები, ასეთი ლამაზი არავინ, არასდროს მინახავს ჩემს ცხოვრებაში.
ოდნავ ხტება და აჟრჟოლებს რაზეც ოდნავ უკან ვიწევი.
- არა, არა ეს არ გააკეთო. - ამბობს და ბალიშს უფრო იხუტებს. - არა, - ამბობს ერთხელაც და იქით ტრიალდება.
ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და როდესაც ოთახიდან გავდივარ მის ოთახს ოდნავ ვავლებ თვალს. დიდი თეთრი კედლები, თეთრი ფანჯარა და თეთრი ჟალუზები, ასევე თეთრი საწოლი და თეთრი მაგიდა. მის ოთახში ყველაფერი თეთრია. სკამზე მისი თეთრი გუჩის საროჩკაა გადაკიდული, ასევე გუჩის მოსაცმელი, მის კომოდზე ჩამწკრივებულ სუნამოებს ვუყურებ, ამდენი გუჩი ერთად არასდროს მინახავს. სუნამოს ხელში ვიღებ და ერთ ხანს ვუცქერ, შემდეგ სუნამოს თავსაფარს ვაძრობ და სუნს ხარბად ვიყნოსავ, ვცდილობ დავიმახსოვრო, შევეგუო და არ დამავიწყდეს. არ ვიცი ამ სუნის გარეშე როგორ უნდა გავძლო.
ოთახიდან გამოვდივარ და იმ ოთახში შევდივარ რომელიც არასდროს გამიღია, ოთახი მთლიანად წითელია, წითელი მაგიდა, წითელი სკამები, წითელი კედლები. სეიფისკენ სწრაფად მივდივარ და ნელა ვცდილობ გავაღო. სამი ცდის შემდეგ ვლოცულობ რომ მწვანედ აინთოს და ღმერთს მადლობას ვუხდი როცა მწვანე ინთება. სეიფს ვაღებ და მგონია ახლა დორბლი გადმომივა. ამდენი ფული არსად არასდროს მინახავს. ჩანთას სწრაფად ვიღებ და რაც კი ხელში მხვდება ჩანთაში ვტენი, შემდეგ ისევ ვკეტავ და ნელა გავდივარ ოთახიდან.
BẠN ĐANG ĐỌC
Dusty Soul ( დასრულებულია)
Fanfiction"მოკალი ისინი, ყველა მოკალი, მოკალი და თავიც მოიკალი" ჰარი სტაილსი თხუთმეტი წლიდან ებრძვის შიზოფრენიას. მამამისი ნარკოტიკებით მოვაჭრეა რომელიც ბავშვობიდან სცემს მას. ჰარი გამოდის საგიჟეთიდან და იქირავებს გოგოს რომელსაც ავალებს ყველას მოკვლას ვინც წ...