---
პირველ როგში ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის. ძალიან ცუდი დღეები მაქვს, ვერ ავხსნი რა მჭირს ესეთ ძლივს დავწერე, ვერ ავხსნი როგორ გამოჭირდაამ თავის დაწერა უბრალოდ და თუ გინდათ ოდნავ მაინც განახაროთ კომენტარები დამახვედრეთ.🥰--
მანქანას დიდი ჰოსპიტალის წინ ვეჩერებ და ვგრძნობ როგორ მერევა გული, მგონია მალე მიწა შუაზე გამეპობა და ჩავვარდები, მგონია რომ ფილტვები დამიხშეს და ვეღარასდროს ვეღარ ვისუნთქავ. ტელეფონი მირეკავს და როდესაც ენელიზის ზარს ვხედავ ტელეფონს სწრაფად ვპასუხობ.
- გისმენ - ვამბობ და ვცდიობ გატეხილი ხმა ენელიზს არ დავანახო.
- ჰარი, სად ხარ? - ამბობს ენელიზი და ვიგებ როგორ გამოდის ქუჩაში.
- ენელიზ ტეილორს დაელოდე უნივერსიტეტთან მოგაკითხავს მე არ მცალია. - ვამბობდა თვალებს რამდენჯერმე ვხუჭავ რომ გამომშრალი თვალები როგორმე დავიმშვიდო. ვცდილობ დრო გავწელო და რაც შეიძლება დიდი ხანი ვიდგე გარეთ. ჰოსპიტალთან მდებარე პატარა აფთიაქში შევდივარ და თავის ტკივილის წამალს და ერთ ბოთლ ჭიქა წყალს ვყიდულობ და სწრაფად ვსვავ.
- ბატონო კარგად ხართ? - მეუბნება ქალი და ხელს მადებს.
- კი კარგად ვარ. - ვამბობ და ვცდილობ გავუღიმო მაგრამ მხოლოდ კბილებს ვაჭერ ერთმანეთს.
როდესაც საავადმყოფოში შევდივარ ტელეფონი მირეკავს და ერთ წამსვფიქრობ რომ არ ვუპასუხო მაგრამ ვიცი თავს არ დამანენებენ.
- გისმენ - ვამბობ და თვალებს ოდნავ ვხუჭავ.
- ჰარი, როგორ ხარ - ამბობს ლიამი.
- კარგად.
- მამაშენთან მიხვედი ხომ? ხომ იცი რომ ცუდადაა.
- შენ რა ჭკვაზე მარიგებ? - ვამბობ და ვბრაზდები.
- არა უბრალოდ ვიცოდი რომ ცუდად იყო და მინდოდა მეთქვა რომ შენი ნახვა გაუხარდებოდა.
- შენ საიდან იცი რომ ცუდადაა. - ვამბობ და თვალებზე ხელებს ვიდებ რომ თვალებში მცოცავი წერტილები გავფანტო.
- ნაილმა მითხრა რომ როდესაც სასტუმროში რაღაცას აკეთებდა ბოლო სართულიდან გადმოაგდეს და ცუდადაა.
- არ მჭირდება არავის ჭკვაზე დარიგება და არც არავინ მჭირდება. - ვამბობ და ტელეფონს ვთიშავ.
ვგრძნობ როგორ მიშხუის ძარღვებში სისხლი, ვგრძნობ როგორ მიკანკალებს ყველა ორგანო, ოფლის წვეთები ყველა მხრიდან ჩანომდის და როდესაც ლიფტის ხმას ვიგებ კანკალით ვაჭერ ხელს. ვგრძნობ როგორ მიბუჟდება ხელები და როდესაც სარკეში ვიხედები ვხედავ ჩემს საშინელ მეს რომელსაც თვალები მთლიანად ჩასწითლებია და სახე მკვდრის ფერი აქვს. დაბლა ვიჩოქები და ლიპტის კარს ვეყრდნობი.
ჯვარს ხელს მაგრად ვუჭერ და ლოცვას ვბუტბუტებ:
" მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა"
ვამბობ თუ არა ტკვილი მსუფუქდება და ცრემლი ღაწვებს ფარავს.
" წმინდა იყავნ სახელი შენი
მოვედი სუფევა შენი
იყავნ ნება შენი"
და ლიფტის კარი იღება. თმას უკან ვიწევ და მთლიანად სველ საროჩკას ოდნავ ვიხსნი. ოფლიან ხელის გულებს ერთმანეთს ვადებ და ჰაერს ღრმად ვისუნთქავ.
ლიფტის ყრუ წკაპუნი ისმის და კარები იღება.
- კარგად ხართ? - ამბობს ექთანი გოგო და ხარბად მათვალიერებს.
- სტაილსი, ბობ სტაილსის ნახვა მინდა.
- ახლა მნახველებს არ ვიღებთ - მეუბნება უხეშად და თავს იქით ხრის, ჩანს თვალებში ვერ მიყურებს.
- მომისმინე, იცი ვინ ვარ? - ვეუბნები და მის წინ ვისვეტები.
- რა მნიშვნელობა აქვს ვინ ხართ გეუბნებით რომ ვერ შეგიშვებთ პაციენტი ძალიან ცუდადაა.
- მემგონი ეს მოაგვარებს. ვამბობ და ათას დოლარს ხელში ვუკუჭავ.
- ვინ გგონ... - იწყებს მაგრამ ვაჩუმებ. აქ ყოფნა უკვე აღარ შემიძლია. - განომყევით - ამბობს და ბახილებს და ხალათს მაწვდის. - თქვენ ვინ ბრძანდებით?
- შვილი, შვილი ვარ. - ვამბობ და ჰაერს ხარბად ვისუნთქავ.
- დაითვალე, დაითვალე და არ აღელდე. - ვამბობ და ერთ ნაბიჯს ვდგამ.
როდესაც მამაჩემის სახეს ვხედავ ტუჩს მაგრად ვკბენ რომ არ ამეტიროს.
- არ აღელდეთ თორემ ცუდად გახდება. - ამბობა ექთანი და მიდის.
აპარატის წკარუნმა რამის ჭკუიდან გადამიყვანოს და ვხვდები როგორ იტუმბება სისხლი თავში. როდესაც მხედავს რაღაცას ლუღლუღებს მაგრამ პირში სასუნთქი აპარატის გამო მხოლოდ რაღაც ბლუყუნი ამოსდის. როდესაც მის ცისფერ, ჩაწითლებულ თვალებს ვხედავ რომლებიც დამხარებას მთხოვენ ტირილი მიტყდება და ჩემში არსებული ტკივილი იმატებს და კაცი, რომელსაც ამდენი ხანს ვწრვთნიდი დაიმსხვრა. მთლიანად დაიმტვრა.
- ჰა... - ცდილობს ჩემი სახელი თქვას მაგრამ არ გამოსდის - ჰა...
- ნუ ლაპარაკობ, არ ილაპარაკო კარგი? - ვამბობ და მის დიდრონ ხელს ჩემსაში ვიქცევ. ხედავ როგორი გამხდარია,
სახე მთლიანად ჩასისხლიანებული აქვს. ჯანდაბა მეექვსე სართულიდან გადმოვარდა და ახლაც კარგადაა, ღმერთს მადლობას ვუხდი რომ ცოცხალია და წარმოდგენა არ მაქვს რა უნდ ვუთხრა. მის თვალებს ვერ ვუყურებ, კბილები და ტუჩი თითქმის აღარა აქვს და მისი ხრუტუნი გულს მიწვრილებს. თავს დაბლა ვხრი და ვტირი, არ ვიცი რისთვის, მეცოდება? მის მიმარართ სიყვარული გამიჩნდა? მამად აღვიქვი?
- კარგად იქნები, მე ყოველ დღე მოვალ კარგი? არ დაგტოვებ - ვამბობ თუ არა თვალები უნათდება მაგრამ ისევ დაბლა ვიყურები. მის თვალებს ვერ ვუყურებ. თავს უნდა შემოვუძახო, ასეთს არ უნდა მხედავდეს. - მაპატიე მამა, მაპატიე კარგი? - ვამბობ თუ არა ხრუტუნი იმატებს და ახლა აპარატი ერთ წამში ერთხელ საშინლად წრიპინებს და ვხედავ თვალებს როგორ ატრიალებს. - ჯანდაბა რა ჭირს. ვამბობ და ექთნისკენ ვიწევი. - რა ჭირს - ვყვირი და თმაში ხელებს მაგრად ვიბღუჯავ.
- კარგად იქნება წადით - ამბობს და აპარატს უჩხიკინებს.
- მაგრამ აქ ვერ დავტოვებ...
- ის საიმედო ხელშია წადით. - ამბობს და თვალებში მიყურებს.
აქედან გაქცევა მინდა, მინდა რაც შეიძლება შორს გავიქცე, უკან მოუხედავად.
ლიფტს მანამდე ვაჭერ სანამ არ მოვა და როდესაც კარები იკეთება ძლივს შეკავებული ცრემლების ნიაღვარი ჩამომდის. ამდენი ბოლოს მაშინ ვიტირე როდესაც მამამ მისი ნარკოტიკების გადაყრისთვის მცემა.
ამას აღარ უნდა ვიხსენებდე, ყველაფერი წარსულს ჩაბარდა.
როდესაც საავადმყოფოდან გამოვდივარ ფეხი მეკვეთება და დაბლა ვეცემი. ხალხის ჯგრო მეხვევა და ყველა მეკითხება კარგად ვარ თუ არა.
- კარგად ვარ, არაფერი მიჭირს. - ვამბობ და თავზე ხელებს ვიდებ რომ საშილელი ტკივილი შევაჩერო. მანქანაზე ვერ დავჯდები ამიტომ ტაქსის ვაჩერებ.
BINABASA MO ANG
Dusty Soul ( დასრულებულია)
Fanfiction"მოკალი ისინი, ყველა მოკალი, მოკალი და თავიც მოიკალი" ჰარი სტაილსი თხუთმეტი წლიდან ებრძვის შიზოფრენიას. მამამისი ნარკოტიკებით მოვაჭრეა რომელიც ბავშვობიდან სცემს მას. ჰარი გამოდის საგიჟეთიდან და იქირავებს გოგოს რომელსაც ავალებს ყველას მოკვლას ვინც წ...