- ჰარი - ხმა რომელიც წყვდიადიდან მეძახის ძალიან ნაცნობი და ახლობელია, წყვდიადი გაჩერებულია და მხოლოდ მისი გრძელი ფეები და მაღალი სილუეტი ჩანს. - მომიახლოვდი - ამბობს და ხელს მკიდებს.
- ენელიზ. - ვამბობ და სილუეტისკენ ოდნავ მივდივარ მაგრამ უცბად ენელიზის სილუეტი ქრება და იქიდან გოკუ ჩნდება, დანით ხელში შემდეგ ყველაფერი წითელია.
შეშლილი, აღზნებული და გაოფლილი საწოლიდან ვხტები.
- ჯანდაბა - ვამბობ და საწოლიდან ვდგები, ზეწარს დაბლა ვაგდებ და ახალით ვცვლი. საათს ჩქარა ვუყურებ რომ დავრწმუნდე რომელი საათია.
დილის ექვსის ნახევარია. ამის დედაც.
ზეწარს ჩქარა ვაკრავ და ფეხის გაუქნევლად მეძინება.
ნახევარ საათში ტელეფონის გამწირავი ზარი ყურის ქვეშ მიწივის და მინდა სადღაც მივალეწო რომ ეს საშინელი ხმა აღარ გავიგონო. ტელეფონს ვთიშავ მაგრამ კიდევ ერთდელ რეკავს და ეს ზარი უფრო წვრილი და საზიზღარი ხდება. ტელეფონს სწრაფად ვიღებ და რაც შეიძლება ხმამაღლა ვყვირი.
- რა ჯანდაბაა ამის დედაც, ამის დედაც - ვყვირი ტელეფონში რაც ძალი და ღონე მაწვს.
- ჰარი, ჰარი სასწრაფო საქმე მაქვს. - ლიამის ხმა ოდნავ შეცვლილია.
- გისმენ. - ვამბობ და ტოკიოს ანძას ვუყურებ. უკვე მძულს ეს ქალაქი.
- ენელიზს რაღაც ჭირს.
- რა... რა ჭირს. ვამბობ და უკვე ჩაცმას ვიწყებ. - გამოვდივარ და დამხვდი.
- როგორც ვიცით გოკუსთან მივიდა სულ სხვა გვარით და სახელით, რათქმაუნდა მოკვლის მიზნით მაგრამ... მოკლედ შენც ხომ ხვდები ჩაავლეს. - ამბობს სრაფად.
- მეთვითინ წამოვალ მისამართი მითხარი სად ხარ.
- ჯობს სახლიდან არ გამოხვიდე, გოკუ გეძებს, მას შენი სუსტი წერტილი ყავს. - ამბობს თუ არა "სუსტ წეტილს" სამჯერ მიელვებს ყურებში. ჯაბდაბა. ჯაბდაბა. ჯანდაბა. აქამდე ამას როგორ ვერ მივხვდი. ჯანდაბა.
ენელიზი თავიდანვე გათვლილი ყავდათ, თავიდანვე იცოდნენ რომ მასზე ვიყავი მიჯაჭვული და თუ მას მოიტაცებდნენ მაშინ ყველა გზა მოჭრილი მექნებოდა.
რაც პირველი მხვდება ვიცმევ და პორშეს გასაღებს სწრაფად ვიღებ. ხელიდან ორჯერ მივარდება მაგრამ სწრაფად მივდივარ. როდესაც სახლიდან გასვლას ვაპირებ მახსენება რომ უიარაღოდ ვერ წავალ ამიტომ სწრაფად ვქექავ ყველაფერს მაგრამ იარაღს ვერ ვპოულობ ამიტომ ორ " ფუშ დაჯერს" ( დანა) ვიღებ.სახლის კარებს არ ვკეტავ ლიფტისკენ მივრბივარ მაგრამ როდესაც არ მოდის კიბეებს კისრისტეხით ვიტოვებ. ენელიზის ნომერს სწრაფად ვკრეფ მაგრამ არ ვიცი ამას რატომ ვაკეთებ რადგან ვიცი რომ მაინც არ მიპასუხებს.
ორი ზარის შემდეგ ვიღაც ტელეფონს იღებს რაზეც ნერვული სიცილი მიტყდება, წარმოდგენაც კი არ მაქვს რატომ.
- ენე... ენელიზ, პატარავ. - ვყვირი და ხელიდ საშინელი ხმები ამომდის. - მაპატიე პატარავ, მაპატიე რომ დაგტოვე მაპატიე ასეთი სირი როგორ ვარ. - ვამბობ და თავს ფეხებში ვრგავ. წარმოდგენაც არ მაქვს ვის ველაპარაკები მაგრამ მაინც ბოდიშს ვიხდი.
- ოჰო, ჰარი ედვარდ სტაილსი შეყვარებულია. - ამბობს ნაცნობი ქალის ხმა და მაშინვე ვხვდები რომ ენა მივარდება.
- ამის დედაც ვინ ჯანდაბა ხარ. ენელიზი სად არის. - ვყვირი და ყელის იოგები რამის დამაეყდეს.
- აღარ გახსოვარ ჰარი? - ამბობს და კვნესის იმიტირებას აკეთებს. ჯანაბა ვინაა.
- ვინ ხარ და რა გინდა, ყველაფერს მოგიტან რაც გჭირდება, მთელს ქვეყანას, ყველას ვინც გინდა.
- შენ მინდიხარ ჰარი, ტოკიოს ანძის ბოლოში ზუსტად სამის ნახევარზე, თორემ ეს თოჯინა მოკვდება. - ამბობს და კამერით ენელიზს მანახებს, გაკოჭილს და დაბლა დაგდებულს. მისი ანგელოზივით სახე დასერილი და სისხლიანია.
- შენი... შენი დედაც გოკუ სად არის.
- ახლა პატარა სექსუალური ბიჭუნებისთვის არ სცალია მაგრამ როცა შენს ქერა თოჯინას მოუვლის შენც მოგაკითხავს. დაიმახსოვრე მთავარი საფრთხე შენს წინაა ჰარი სტაილს. - ამბობს და ტელეფონს თიშავს. ჯანდაბა. დაბნეული ვდგები და ვერ ვხვდები როგორ მიგორდება რაღაც სითხე ჩემს ლოყებზე. ცრემლები რომელიც უკვე მილიონი წელია რაც ჩავახშე და ძველ ჰარის გავატანე მაგრამ ამ პატარა, ქერა გოგომ ის გააკეთა რაც საერთოდ არავის გაუკეთებია ქვეყანაზე.
- კარგი, დაწყნარდი და რამე მოიფიწრე ნაბიჭავრო. - შევძახე ჩემს თავს და ცრემლები ქალაჩუნასავით მოვიწმინდე.
ამ სიტყვებე დედაჩემის ხმა ჩამესმა რომელიც მეუბნებოდა რომ მხოლოს ნამდვილ კაცებს შეუძლიათ ტირილი სხვებს დაანახონ. და უცბად გონება მებინდება და სამი წლის ქერა ბიჭს ვხედავ ცისფერი თვალებით და ძაღლი "გუფის" მაიკით. კბილები ახალი ამოსული აქვს და პატარა ცხვირზე დამჯდარ პეპელას ეთამაშება. შემდეგ სხვა პეპელა იქცევს მის ყურადღებას და ახლა მას მისდევს, როდესაც ვერ იჭერს მაღლა ხტება რაზეც პატარა ბემბის ფეხები ეღრიცება და დაბლა მორთხმით ეცემა რაზეც პატარა, ცისფერი თვალებიდან ცრემლები სდის. ქალი რომელიც სენდვიჩებს ამზადებს სასწრაფოდ გარბის ბაღში და პატარა ბავშვს ფეხზე სწრაფად აყენებს. სწრაფად ბერტყავს პატარა შარვალს და სახის ყველა ადგილს უკოცნის.
- ჰარი - ამბობა ტკბილი ხმით, მას ისევ ბამბის ნაყინის ტკვილი სურნელი ასდის, აი საიდან მახსოვს ეს სურნელი. - ჰარი. - იმეორებს ქალი როცა ბავშვი ტირილს არ წყვეტს. - ჰარი, პატარაც არ უნდა იტირო, შენ კარგი ბიჭი ხარ, ზოგჯერ ძლიერი ბიჭებიც ეცემიან მაგრამ დგებიან ჰარი, დგებიან და სვლას აგრძელებენ, არ ნებდებიან ჰარი, ზოგჯერ დიდებიც ტირლიან და ყველაზე ძლიერებიხ ასე რომ შენ ძლიერი ბიჭი ხარ. არასდროს ეცადო ვინმეს ხელში მოქცევა, მითუმეტეა ცოცხალი არსების, არავის დაჭერის უფლება არ გაქვს რადგან შენც მათნაირი ხარ. - ეს სიტყვები ჩემს გონებაში სწრაფად ვრცელდება და თავი ოდნავ მტკივდება. დედა, რატომ არ მახსოვს ის ან რატომ დამავიწყდა. ცრემლები კიდევ ერთხელ მისველებენ ლოყებს მაგრამ ახლა სწრაფად ვდგები და ოთხ კიბეს ეეთად ვახტები რაზეც ფები ნეძაბება და ნაცნობი ტკივილი ისევ თქვს მახსენებს თითქოს მეუბნება "გამარჯობა ჰარი, მე ისევ შენთან ვარ დაგავიწყდი?" ამ საშინელ ტკვილის ყურადღებას არ ვაწცევ და წელში მოკუზული სწრაფად გავდივარ გარეთ.
ჩემს წინ ვიღაც სწრაფად ახერებს მანქანას და მეძახის. ლიამი.
- წამოდი, მიგიყვან. - მეუბნება სწრაფად და მეც პატარა ბავშვივით ვხტები მანქანაში. ლიამი სწრაფად უხვევს და პირდაპირ ტოკიოს ანძისკენ მიდის.
ხმას არ ვიღებ, თავი ჩემს ხელებში მაქვს ჩარგული და ტკივილთან განმკლავებას ვცდილობ.
- ენელიზის გამო ვწუხვარ ჰარი. - ამბობს და მანქანის საჭეს ატრიალებს. როდესაც ხმას არ ვცემ ისევ ლაპარაკს იწყებს. - ყველაფერი მივაგვარე, დანარჩენებსაც დავურეკე და თითქმის უკვე იქ არიან. ყველაფერი რიგზე იქნება. ანძასთან მალე მივალთ.
ლიამს ვუყურებ რომელსაც ოდნავ ამოღებული მაიკა და "ჰუგო ბოსის" შარვალი აცვია. ყელზე ახალი ტატუ აქვს.
- ლიამ. - ვამბობ ოდავ ბოხი ხმით.
- გისმენ.
- ეს ახალი ტატუა? - ვამბობ თუ არა იდნავ იძაბება და ტატუს უყურებს.
- ისეთი არაფერი უბრალო ტატუა. - მწუბნება და გზას აგრძელებს.
თავში ამ დღეების მომხდარი უცბად მეკვეთება ტვინში. მამაჩემის საავადმყოფოზსი ყოფნის ამბავი, ლიამმა ეს პირველმა იცოდა როცა სხვებს წარმოდგენა არ ჰქონდათ, ენელიზის გატაცებაზეც მან მითხრა ზუსტად რამდენიმე წუთში სანამ დამირეკავსნენ.
"დაიმახსოვრე მთავარი საფრთხე შენს წინაა ჰარი სტაილს."
- ლიამ, ტატუს მაჩვენებ? - ვეუბნები და მისკენ ვბრუნდები.
- ახლა საჭესთან ვზივარ. - ამბობს და თვალს მარიდებს.
- მაჩვენე- მეთქი - ვამბობ და საჭეს სწრაფად ვატრიალებ რწზეც კინაღამ ავტობუსს ვეჯახებით.
ლიამს სწრაფად ვხევ მაიკას და გულში ვლოცულობ ის არ დავინახო რისიხ ყველაზე მეტად მეშინია.
გონება მიბინდდება, ჰაერი აღარ არის, ყველაფერი ბნელდებს.
- ამის დედაც, შენი დედაც. - ვყვირი როდესაც ლიამის ყელთან არსებულ იაკუძას ნიშანს ვხედავ. - რატომ გამიკეთე ეს, რატომ გამიკეთე. - ვყვირი და სახეში სწრაფად ვახტები. დანას ვიღებ მაგრამ ლიამი მარტყამს და უკანა სავარძელზე ვხვდები.
- რატომ? რატომ გაგიკეთე შე ნაბიჭვრის ნაშიერო? ყველაფერი წამართვი, ყველაფერი რაც გამაჩნდა იცი რა? გაგიხარდება თუ იმასაც გეტყვი რაც აქამდე არ იცი? - მეუბნება და იცინის. დანა ხელში მეყინება. - ენელიზი პატარა უმწეო გოგოა, რომელსაც მამა ცემს, დედა ადრე გარდაეცვალა და პატარა დები ყავს ასე არაა?
- რა გინდა ენელიზისგან. - ვყცირი და დანას ვადებ.
- ყველაფერი მოგატყუა მაგ ძუკნამ. - ამბობა და იცინის.
პირი მიშრება, მგონია ჩაქუჩით თავში ლურსმანს მაჭედებენ.
- ეს ტყუილი დაგჭირდა რომ ჩემი ყურადღება გაგედანტა? - ვყვირი და სახეში ვურყამ.
- არ გჯერა არა? - ამბობა და ისევ იცინის. - ჩემს უკან ტელეფონი დევს და ნახე.
- კი არ ვნახავ სახეს გავერთიანებ შე ნაბიჭვარო.
- ნახე მეთქი. - იმ ლიამისგან რომელსაც მე ვიცნობდი აღარაფერია დარჩენილი.
ტელეფონს სწრაფად ვიღებ და ჩანაწერებში შევდივარ. დაბლა დაჩოქილი ენელიზი გოკუს და ლიამის გარემოცვაშია და ვლოცულობ ეს სიმართლენარ იყოს.
- ენელიზ - იწყებს ლიამი - თანახმა ხარ რომ იყო ჩვენი წევრი და დაგვეხმარო იმაში რომ ჰარი ედვარდ სტაილსი მოვიშოროთ? თანახმა ხარ ის დააჩოქო და შენს ფეხრთით ათრიო? გააკეთო ყველაფერი რასაც გიბრძანებ? - ამბობს და ენელიზისკენ ნელა მიდის.
- კი თანახმა ვარ. - ამბობს ენელიზი და ვხვდები როგორ შავდება ყველაფერი. ქვესკნელში ვარ.
---
ვიცი დავაგვიანე მაგრამ დასვენება გამიტკბა და დამეზარა დაწერა.
მოკლედ ველოდები თქვენს კომენტარებს უმორჩილესად. თქვენი აზრით ვინ იყო გოგო რომელმაც ჰარის დაურეკა? ან თქვენი აზრით დას იზავს ჰარი?
YOU ARE READING
Dusty Soul ( დასრულებულია)
Fanfiction"მოკალი ისინი, ყველა მოკალი, მოკალი და თავიც მოიკალი" ჰარი სტაილსი თხუთმეტი წლიდან ებრძვის შიზოფრენიას. მამამისი ნარკოტიკებით მოვაჭრეა რომელიც ბავშვობიდან სცემს მას. ჰარი გამოდის საგიჟეთიდან და იქირავებს გოგოს რომელსაც ავალებს ყველას მოკვლას ვინც წ...