ვიცი ძალიან დიდი ხნით დავიგვიანე რის გამოც ბოდიშს გიხდით. ვიცი დამაბნეველი თავი იყო, უბრალოდ არ ვიცი როგორ დავამთავრო მოთხრობ ამიტომ თქვენი "მხარდაჭერა" მჭირდება. ბოლო თავების დაწერა ყველაზე ძნელია და ახლა ყველაზე დიდი იმედი მაქვს რომ რამეს დაწერთ და დამეხარებით.
- მე მეძებ? - გვაიგე ბოხი, იაპონური აქცენტი და მივხვდი როგორ გამეყინა ძვლებში სისხლი.
- ნაბიჭვარო, გგონია გაიქცეოდი? ამას ვერასდროს გააკეთებ, ჩემგან ვერასდროს გაიქცევი. - დავიყვირე და კატანა ამოვიღე.
- საერთოდ იცი რატომ დამსდევ? მიზეზი გაქვს? - თქვა და სიცილი დაიწყო. - აქედან მაინც ვერ გახვალ, თითოეულ კუნჭულთან დაცვა დგას რომელიც შუაზე გადაგხსნის. - თქვა და ისევ სიცილი დაიწყო. - ყველა წავიდეს, საქმე ჩემთან გაქვს. - თქვა და ვიგრძენი როგორ გამიხია კატანამ შარვალი. ფეხში საშინელი წვა ვიგრძენი მაგრამ ეს არ იყო იარაღის ბრალი. წყეული კიბო ისევ მახსენებდა თავს.
- კარგი, ყველა გავიდეს. - ვამბობ და კატანას მისკენ ვაქნევ.
ვცდილობ არ მოვდუნდე.
- შენ არაფერი იცი, საერთოდ არაფერი. - ამბობს და ჩემსკენ მოდის. - მხოლოდ ის იცი რომ ენი მოვკალი სხვა არაფერი.
- დედაჩემის სახელს ნუ ახსენებ. - ვყვირი და მისკენ მივდივარ რაზეც გოკუ გვერძე იწევა და თმებში ხელს მაგრად მავლებს. ფეხს ზურგზე მარტყამს და უკან მაგდებს.
- შენ მხოლოდ ის იცი, რომ ის მოვკალი, საერთოდ იცი მაინც რას ვგრძნობდი? - ყვირის და კატანას პირდაპირ სახესთან მადებს.
- შენ რამეს გრძნობდი? - ვიცინი და კატანას შხუილით ვიქნევ მისკენ. იცილებს და ახლა ხელს მიჭრის. ჯანდაბა არაფერზე უნდა ვიფიქრო გარდა მისი მოკვლისა.
- გგონია მინდოდა რომ მომეკლა? გგონია ეს ჩემზე იყო დამოკიდებული? როდესაც ამ წყეული მაფიის მეთაური ხარ არჩევანი არ გაქვს. ვიცოდი რომ საწოლის ქვეშ იმალებოდი და რომ მომენდომებინა წამში გაგათავებდი. - თქვა და თვალები აუცრემლიანდა.
კიდევ ერთი ნაბიჭვრული ტყუილი.
- მოგატყუებ თუ გეტყვი რომ შენი მოკვლა არ მინდა და ასე შემდეგ მაგრამ დედაშენი ყველაზე დიდი რამ იყო რაც გამაჩნდა.
- რა? - ვამბობ და სიცილი მიტყდება. - დედაჩემს საერთოდ არ იცნობდი. - ვამბობ და მისკენ მივდივარ. ისევ ისხლიტავს იარაღს და გვერძე დგება. მეთამაშება, აი რას აკეთებს ეგ ნაბიჭვარი.
- შენ მამაშენს გავხარ, მას მახსენებ და თუ შენ გაგანადგურებ ყველა ჩემს მწარე მოგონებას გავანადგურებ. - ამბობს და ყვირის. ხემსკენ მოდის, სანამ ახლოს მოვა დანას ვიღებ და მისკენ ვაქანებ მაგრამ კიდევ ერთხელ ისხლეტს და ჩემსკენ მოდის მაგრამ კატანას ვიქნებ და პირდაპირ ყელთან ვჭრი. სისხლი თქარათქურით ეცემა შუშის იატაკს მაგრამ გოკუ არ ნებდება, დაბლა მაგდებს და ყელში ხელს მაგრად მიჭერს. თვალები ანთებული აქვს და ვგრძნობ მის სიძულვილს.
- დედაშენი მიყვარდა, იმ დღიდან მიყვარდა როდესაც დავინახე, სულ პატარა იყო, ძლიერი და ლამაზი, მთელი ცხოვრება ის მიყვარდა მაგრამ ახლაც ვერ ვხვდები რატომ აირჩია ის. ჩემთან რომ ყოფილიყო ყველაფერს მივცემდი რაც მოუნდებოდა. - ამბობს და ხელში ხელებს უფრო მიჭერს რაზეც ვახველებ და ხელებს აქეთ-იქით ვიქნევ.
გვერძე დადებულ პატარა ქოთანს ვიღებ და თავზე ვალეწავ.
იარაღს ხელში ვიღებ და მის ყელთან მიმაქვს. მინდა თავი ახლავე მოვაძრო მაგრამ რაღაც მაკავებს. რაღაც რაც წარმოდგენა არ მაქვს რა არის.
- მიდი! - ყვირის და თან იცინის. - რაღას ელოდები, თუ გეშინია! - ამბობს და სიცილის უფრო უმატებს რაც ჩემს ნერვულ სისტემას უფრო ანგევს.
- ადექი, ადექი და ვიბრძოლოთ ისე როგორც საჭიროა! - ვყვირი და იარაღს მისკენ ვიქნევ. გოკუ სწრაფად დგება და ჩემსკენ გამორბის. მაგიდაზე ხტება და იარაღს აქეთ-იქით იქნევს. თამაშს აგრძელებს და მეორე მხარეს, ბაღის უკანა მხარეს იკარგება.
ვცდიობ დიდ ბანბუკებში აღმოვაშინო სად წავიდა მაგრამ მისი პოვნა ძნელია.
უკნიდან შხუილს ვგრძნობ და იმ ადგილისკენ ვიყურები სადაც შესაძლოა ის იყოს მაგრამ იქიდან ნაცნობი სახე გამოდის რომელიც მისი ჯგუფის ერთ-ერთი წევრია.
- ნაბიჭვარო გამოდი, სხვა არავინ მჭირდება შენს გარდა! - ვყვირი და კაცისკენ მივდივარ, მოაჯირზე ვხტები და კაცისკენ პირდაპირ გალესილ იარაღს ვიშვერ.
ორ წამში სისხლის საშინელი სუნი და დაბლა დაგდებული თავი რეალობაში მაბრუნებს და მინდა ახლავე ვარწყიო. ადამიანისთვის ეს არასდროს გამიკეთებია.
- სასიამოვნოა შენნაირი მებრძოლი. - ამბობს და იარაღს ხელებში ატრიალებს. - მაგრამ არ მგონია მოგება შეძლო. არავის არასდროს დავუმარცხებივარ, დაუმარცხებელი ვარ! - ყვირის და მოაჯირზე ხტება.
ვგრძნობ როგორ მტკივდება ფეხი და როგორ ადის ტკივილი მუცელსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე.
- არა, ახლა არა, არა. - ვყვირი და ვცდილობ არ დავნებდე. ეს წყეული სიმსივნე ვერ წამართმევს იმ მომენტს რომელსაც ამდენი ხანი ველოდი.
გოკუ ჩემსკენ გამორბის და იარაღს გვერძე მატარებს. ჯანდაბა, რომ არ გავწეულიყავი ალბად აქვვე მოვკვდებოდი.
ვცდილობ წამოვდგე და ვისუნთქო, ამიტომ ვახველებ და აწრაფად ვდგები. ნელა მივიწევ მისკენ და როდესაც თას უკეთ ვგრძნობ თავს გაქცევის უფლებას ვაძლევ.
მისკენ სწრაფად გავრბივარ და როდესაც იარაღს ვიქნევ და იმედია ყველაფერს დავამთავრებ კარებს ეყრდნობა და იარაღი მასში მაგრად ერჭობა.
- არა! ვყვირი და ვცდილობ წყეული იარაღი კარებიდან გამოვაძრო მაგრამ უკნიდან ვიღაც კარზე მაგრად მაყრდნობს და თავს ზედ მარტყმევინებს.
ჯანდაბა მანდ საიდან აღმოჩნდა.
თავის კიდევ ერთი დარტყმისგან ცოტაც და აქვე მოვკვდები.
არ მჯერა რომ ასე სწრაფად ვნებდები. მაგრამ იქნებ ასეა საჭირო.
და უცბად ენელიზი მახსენდება.
მისი ღიმილი და ის ყველაფერი რის გამოც სიცოცხლე უნდა ამერჩია. მაგრამ იარაღს მაინც არ ვიღებ.
მოკიაფე შუქს ვხედავ და მგონია ეს დარტყმების ბრალია. წესით ამის ბრალი უნდა იყოს.
ყვრილი, მაღლიდან მტვრევის ხმა, სისხლი და ჩემი დაბლა დაცემა ერთია.
სანამ გონებას დავკარგავ ქერა თმას და სისხლიან იარაღს ვხედავ.ისევ ის შავი ხვრელი, ისევ ის საშინელი ხვრელი რომელსაც ამდენი ხნის შემდეგ კიდე ვხედავ. წასვლა არ მინდა, მასში შესვლა არ მინდა მაგრამ რაღაცას თავისით მივყავარ მისკენ. ხვრელი თეთრდება და თითქოს ყველა პრობლემა მასში რჩება. თავიდან დაბადებას გავს. წინ ვიღაც ქალი დგას რომელიც ზურგით დგას და ქსოვს. ვერ მამჩნევს და როდესაც მისკენ მივდივარ ჩემსკენ იხედება და როდესაც ნაცნობ ყავისფერ თმებს და ცისფერ თვალებს ვხედავ პატარა ბავშვივით ვემხობი დაბლა. რატომ ახლა, რატომ მაინც და მაინც ახლა.
- ჰარი, ჰარი პატარავ. - მესმის თბილი ნაცნობი, აღელვებული ხმა.
- რატომ ხარ მაინც და მაინც ახლა აქ, ამდენი ხანი სად იყავი. - ვამბობ და აცრემლებულ სახეს ვმალავ. - იცი მაინც, როგორ მჭირდებოდა შენი გულში ჩაკვრა? იცი მაინც რა გამოვიარე? - ვამბობდა როდესაც ვეღარ ვსუნთქავ ოდნავ ვჩერდები მაგრმამ სახე ისევ ჩემს ხელებში მაქვს.
- ჰარი, პატარავ, აქ არ უნდა ყოფილიყავი, ჯერ ადრეა პატარავ, იქ სხვებს ჭირდები. - ამბობს და ხელს მაგრად მიჭერს.
- იქ არაფერი აღარ მაქვს როს დაცვასაც შევძლებ წავაგე.
- არა ჰარი, შენ მოიგე. დაიმახსოვრე რომ ტირილი მხოლოდ მამაც ადამიანს შეუძლია. - ამბობს და სითეთრე ქრება.
ESTÁS LEYENDO
Dusty Soul ( დასრულებულია)
Fanfic"მოკალი ისინი, ყველა მოკალი, მოკალი და თავიც მოიკალი" ჰარი სტაილსი თხუთმეტი წლიდან ებრძვის შიზოფრენიას. მამამისი ნარკოტიკებით მოვაჭრეა რომელიც ბავშვობიდან სცემს მას. ჰარი გამოდის საგიჟეთიდან და იქირავებს გოგოს რომელსაც ავალებს ყველას მოკვლას ვინც წ...