აირინი:
გრძელი დამღლელი დღის შემდეგ სასიამოვნოა ცხელი შხაპის მიღება, მუსიკების მოსმენა და თბილ ლოგინში დაიძინება, ასეც ვაპირებდი, იშვიათად მრჩებოდა საკუთარი თავისთვის დრო მას შემდეგ რაც ჟურნალისტად დავიწყე მუშაობა და მაქსიმალურად ვცდილობდი დროის სწორად გამოყენებას.ყოველთვის გულმავიწყობას ვუჩიოდი და მავიწყდებოდა კარის ჩაკეტვა სახლში შემოსვლისას, ეს არასდროს მინანია, მანამ სანამ აბაზანიდან გამოსულს სახლში შავებში ჩაცმული კაცი არ შემომივარდა.
გაშეშებული ვუცქერდი როგორ ჩაკეტე ამ კაცმა ჩემი სახლის კარი შიგნიდან და ზედ აქოშინებული მიეყუდა, მომესმა კარების უკან წივილ კივილის ხმა და კიბეებზე სირბილისგან გამოწვეული ვიბრაცია.
შემდეგ ნიღაბიანი კაცი ჩემსკენ წამოვიდა და მხოლოდ ახლა გავიაზრე რომ უნდა მემოქმედა, პირველივე რაც ხელში მომყვა ავიღე და კაცს დავუმიზნე, თან ავყვირდი, გაბრაზებული და შეშინებული ერთდროულად ვყვიროდი გაურკვევლად და თუმცა გონებაში სათქმელი დალაგებული მქონდა ჩემი ხმა მაინც აბდაუბდათ მესმოდა.
- კარგი,კარგი,- მშვიდი ხმით მითხრა მან და ხელებით მანიშნებდა დავმშვიდებულიყავი.
ცოტათი სასაცილო იყო მისი მხრიდან ჩემი დამშვიდების მცდელობა, წარმოიდგინეთ სრულიად უცნობი სახლში გივარდებათ, კარებს კეტავს და აუღელვებლად გეუბნებათ რომ დამშვიდდეთ, თან მაშინ როცა ხელში ლამპა გიჭირავთ.
გამოიცანით რას ვქენი? ლამპა რომელიც დედაჩემმა ოცი წლის იუბილეზე მაჩუქა პირდაპირ მას გავუქანე, სამწუხარო კი ის იყო რომ სრულიად უმიზეზოდ შეეწირა და არც კი მოხვედრია ისე დაიფშვნა იატაკზე.
შემდეგ ჩემი გამბედაობის პატრონმა მხოლოდ ის მოვახერხე,რომ მეგობრების ნაჩუქარ პატარა სუვენირს ვეცი, თან ვფიქრობდი, აირინ ახლა მაინც არ ააცილო თორემ მეგობრების ყელიდან ვერ ამოხვალთქო და ისიც გავუქანე და ამჯერად მუცელში მოვარტყი, როგორი ბედის ირონიაა არადა ეს სუვენირი არასდროს მომწონდა, ლამპისგან განსხვავებით.
YOU ARE READING
𝙲𝚕𝚘𝚜𝚎 𝚝𝚘 𝚈𝚘𝚞 ( დასრულებული)
Romanceერთფეროვნებით დაღლილი მთავარი გმირის, ცხოვრება მაშინ იცვლება როდესაც სახლში, სრულიად მოულოდნელად მასკიანი კაცი უვარდება, ახლა კინომან აირინს გონია რომ ამ კაცის ერთადერთი მიზანი მისი მოკვლაა, თუმცა მოვლენები საინტერესოდ მაშინ ვითარდება როცა "მკვლელ...