ჯინი ნაცნობ კარებს მიადგა და სებასტიანს მიესალმა, კაცმა თავი დაუკრა და იკითხა:
- პატარა ქალბატონი როგორი არის?
- ახლა ნორმალურად.
- იცით, უფროსი ქალბატონი მასთან განსაკუთრებით მკაცრი იმიტომ არის რომ მასზე ნერვიულობს.
ჯინს გაეცინა.
- და რაში გამოიხატება მისი ნერვიულობა? როუზის ცხოვრების დანგრევაში?
- გუშინ თავადაც ცუდად გახდა.
- თუ ასე ნერვიულობს იქნებ ანგარიში გაუწიოს მის არჩევანს და სურვილებს. ახლა კი მაპატიეთ მისი ნახვა მინდა.
ჯინმა ქალის კაბინეტის კარზე დააკაკუნა,იქედან ცივი ხმა მოესმა და ბიჭი შიგნით შევიდა.
- გამარჯობათ,- თავი დაუკრა ჯინმა .
ქალმა უხეშად ამოხედა.
- რა გინდა.
ჯინი ყოველთვის ინარჩუნებდა სიმშვიდეს,ნებისმიერ სიტუაციაში ახლაც კი როცა ქალი აშკარა სიძულვილს გამოხატავდა ბიჭია მიმართ.
- მინდა რომ როუზზე გესაუბროთ.
- შენ ვინ ხარ რომ როუზზე მესაუბრო?
- ის ვისთვისაც მისი მომავალი მნიშვნელოვანია.
- ნუ მაცინებ ბიჭო,ორი დღის გაცნობილისთვის რატომ უნდა იყოს ჩემი შვილიშვილის მომავალი ჩემზე მეტად მნიშვნელოვანი?
- იმიტომ რომ მიყვარს.
- მეც მიყვარს.
- თუ ასეა რატომ არ შეგიძლიათ მისი სურვილების გათვალისწინება.
- ვფიქრობ,ჩემი სურვილები უფრო კარგ მომავალს მისცემს.
- მაგრამ უბედურს.
- ახლა შეიძლება ასე ფიქრობს რომ უბედურია მაგრამ ლი წარმატებული ბიჭია,მასთან კარგად იქნება.
- მაპატიეთ გინდა უხეშობაში ჩამომართვით გინდ უზრდელობაში,არ მაინტერესებს,მაგრამ თქვენი ლი ნაბიჭვარია. არ დავუშვებ როუზს კიდევ ოდესმე გაეკაროს.
- შენ ვინ ხარ მის მომავალს რომ წყვეტ!
- კიდევ გეუბნებოდი,ის ვისთვისაც როუზის მომავალი მნიშვნელოვანია.
- ისევე როგორც ჩემთვის!
- ამას ვერ გატყობთ.
- როგორ ბედავ!- იყვირა ქალმა.
- თქვენთან ერთად თუ თქვენს გარეშე მე და როუზი მაინც ერთად ვიქნებით, და რადგანაც მისთვის მნიშვნელოვანი პიროვნება ხართ ნამდვილად არ მინდა ეს თქვენს გარეშე მოხდეს აქაც ამიტომ ვარ.
აშკარაა არ იცნობთ ლის ,ასე რომ იყოს თქვენ ერთადერთ შვილიშვილს მას არ მიათხოვებდით,მე ვნახე მისი დამოკიდებულება როუზის მიმართ და ეს უბრალოდ ამაზრზენია,მეტი არაფერი.
არამგონია,თქვენი შვილიშვილი მასთან ბედნიერი იყოს. ჩემთან კი იქნება,ამაში დარწმუნებული ვარ.
ახლა კი ჯობია ბოდიში მოუხადოთ როუზს იმ მწარე სიტყვებისთვის რომელიც უთხარით, მომავალში რომ არ ინანოთ,სიკვდილის პირას.- ჯინის ხმა იმდენად თავდაჯერებული,ბოხი და ამავდროულად სერიოზული იყო რომ ქალი სიტყვას ვერ აწყვეტინებდა.
- ამას თქვენთვის არ ვაკეთებ, არამედ როუზისთვის, თხოვნას არ ვაპირებ, თქვენი გადასაწყვეტია რას იზამთ, გინდათ მიიღეთ როუზი თავისი სურვილებით და გინდათ სიამაყის გამო დაკარგეთ ერთადერთი ქალიშვილი,მაგრამ მინდა რომ იცოდეთ,როუზს იმ კაცს არავითარ შემთხვევაში არ დავუთმობ!
ჯინმა მკაცრი გამომეტყველება ესროლა ქალს,რომელიც აშკარად ჩაფიქრებული იდგა მის წინ გაუნძრევლად, ჯერ არ ქონია შემთხვევა მის წინ ვინმეს ამდენი, ისე ესაუბროს რომას ხმა არ ამოეღოს, ქალმა პირველად ცხოვრებაში არ იცოდა რა ეთქვა.
- ახლა კი თქვენის ნებართვით, დაგტივებთ.იფიქრეთ იმაზე რაც გითხარით.
ჯინმა კარები გამოხურა, სებასტიანს დაემშვიდობა, მანქანაში ჩაჯდა, ტელეფონი ამოიღო და როუზს დაურეკა.
- ჰეი,რას შვებით? რაიმე წამოგიღოთ?
ESTÁS LEYENDO
𝙲𝚕𝚘𝚜𝚎 𝚝𝚘 𝚈𝚘𝚞 ( დასრულებული)
Romanceერთფეროვნებით დაღლილი მთავარი გმირის, ცხოვრება მაშინ იცვლება როდესაც სახლში, სრულიად მოულოდნელად მასკიანი კაცი უვარდება, ახლა კინომან აირინს გონია რომ ამ კაცის ერთადერთი მიზანი მისი მოკვლაა, თუმცა მოვლენები საინტერესოდ მაშინ ვითარდება როცა "მკვლელ...