მისი თვალები მხოლოდ მე მიყურებდა, თითქოს ცდილობდა ჩემი გამომეტყველებით გამოეცნო რას ვფიქრობდი ან რას ვუპასუხებდი,თუმცა იმდენად დაბნეული ვიყავი ჯუნგქუქის პირდაპირობით რომ ხმასაც ვერ ვიღებდი, ვფიქრობდი ვაი ჩემს ტყავს ახლა თუ უარესად შემიძულებს არმი მეთქი და ჰოი საოცრებავ, კომენტარებმა უცებ დაუწყი ხმაური და ჯუნგქუქმა გადაიხარხარა:
– ხედავთ, ვიცოდი რომ გამიგებდით !
აი მე კი ნამდვილად არ ვიცოდი, არც ის ვიცოდი ჯუნგქუქი ამ ნაბიჯს თუ გადმოდგამდა ჩემსკენ და არც ის ჩვენს ურთიერთობას მომავალი ქონდა თუ არა.
– კარგით, აირინი შოკშია, – თქვა ღიმილით ჯუნგქუქმა და გადმომხედა.
" მიდი აირინ,პასუხი გაეცი" " რა გჭირს აირინ, ის ხომ ჯეონ ჯუნგქუქა" " მიდი მეგობარო, მე თუარ მეყოლება შენ მაინც გყავდეს"
უბრალოდ საოცარი კომენტარები იყო, იმდენად საოცარი და სახალისოც კი რომ ჩემი ნერვიულობა ერთბაშად გააქრო, სკამიდან წამოვიწია და ჯუნგქუქს ვუთხარი:
– დაგთანხმდები,ოღონდ იცოდე ჩემს მაგიდაზე ფეხებს ისევ თუ შემოაწყობ მაშინვე გაგშორდები.
გამღიმა და შუბლზე ძალიან ნელა,ნაზად მაკოცა.
თვალი კომენტარებისკენ გავაპარე, კოცნაზე ხალხის რეაქცია მაინტერესებდა
"Get a room pleasee"
" რა არის ბაღში ვართ? მიდი ტუჩებში აკოცე"
"მერჩივნა მაგ გოგოს ადგილას, თეჰიონი ან ჯიმინი ყოფილიყო მაგრამ ნიჩივოო"
" მიდი საყვარელო, ტუჩებში აკოცე ნუ გრცხვენია"
"გაიზარდა ჩვენი ბაჭია"
"არ მეგონა ამას თუ მოვესწრებოდი"
"ოპპააა ვისში გამცვალეეე"
ხოდა ამ კომენტარების ფონზე დაემშვიდობა ჯუნგქუქი ფანებს, მენეჯრეს გადაურეკა და დღის ბოლოსთვის ყველაფერი ისე იყო თითქოს არაფერი მომხდარა.
YOU ARE READING
𝙲𝚕𝚘𝚜𝚎 𝚝𝚘 𝚈𝚘𝚞 ( დასრულებული)
Romanceერთფეროვნებით დაღლილი მთავარი გმირის, ცხოვრება მაშინ იცვლება როდესაც სახლში, სრულიად მოულოდნელად მასკიანი კაცი უვარდება, ახლა კინომან აირინს გონია რომ ამ კაცის ერთადერთი მიზანი მისი მოკვლაა, თუმცა მოვლენები საინტერესოდ მაშინ ვითარდება როცა "მკვლელ...