იმ ღამეს ისეთი ბედნიერი დავბრუნდი სახლში, ღიმილს ვერ ვწყვეტდი, ჯუნგქუქმა მითხრა რომ დრო ქონდა და ჩემი გაკეთებული საჭმლის გასინჯვა უნდოდა, როგორც გასამრჯელოს დღევანდელი დღისთვის, მეც დავთანხმდი, მისი ისეთი მადლიერი ვიყავი,ვერ წარმოიდგენდით როგორ სითბოს ვგრძნობდი მის მიმართ.
– ეს რა არის?! საჭმლის გაკეთება თუ არ იცოდი გეთქვა, მარილია ცარიელი.
– თუ არ მოგწონს შეგიძლია არ ჭამო! საერთოდ რას გიკეთებდი!
გაბრაზებული ჩამოვჯექი დივანზე, ყოველთვის ყველაფერით უკმაყოფილი როგორ უნდა იყოს ადამიანი.
– სულ გული რატომ მოგდის? – გვერდით ჩამომიჯდა.
– იმიტომ რომ სულ მეუხეშები.
– მაგრამ მართლა ბევრი მარილი ქონდა,– გამიღიმა,მაგრამ თბილად,დიდი ხანია ირონიულად აღარ შემოუხედავს ჩემთვის.
– ვიცი, თავსახური მომიძვრა და ბევრი ჩამეყარა.
გადაიხარხარა.
– დედაშენი მასთან რატომ ჩერდება?– მკითხა ბოლოს.
– არ ვიცი,ალბათ იმიტომ რომ უყვარს.
– მაგრამ,შენ ხომ არ გიყვარს ის კაცი.
– სიმართლე გითხრა, ეგ არც იცის. უბრალოდ ბუნებივი მოვლენაა, როცა გერს,მამინაცვალი არ მოსწონს.
– და რატომ არ მოგწონს? მესმის ცივია და უემოციო მაგრამ, მხოლოდ ამის გამო? ჯენის აღმერთებდა და შენ გვერდით გტოვებდა? როცა დედაშენი არ იყო ცუდად გექცეოდა?
– არა არა, არავის აღმერთებდა,თუ რაიმეს დავაშავებდით,ორივეს გვსჯიდა,მნიშნელობა არ ქონდა ვინ იყო მართალი, სანამ ჩვენ ჩვენ დანაშაულს არ გავიაზრებდით სახურავზე აგვიყვანდა ორივეს იქ დაგვტოვებდა და მანამ არ გვიშვებდა შინ სანამ არ მოვგვარდებოდით.
– საკმაოდ მკაცრია.
– ხო ძალიან, მაგრამ სიმართლე გითხრა მე და ჯენი უბრალოდ ვატყუებდით რომ მოვგვარდით, ჩვენს შორის თანხმობა არასდროს ყოფილა.
YOU ARE READING
𝙲𝚕𝚘𝚜𝚎 𝚝𝚘 𝚈𝚘𝚞 ( დასრულებული)
Romanceერთფეროვნებით დაღლილი მთავარი გმირის, ცხოვრება მაშინ იცვლება როდესაც სახლში, სრულიად მოულოდნელად მასკიანი კაცი უვარდება, ახლა კინომან აირინს გონია რომ ამ კაცის ერთადერთი მიზანი მისი მოკვლაა, თუმცა მოვლენები საინტერესოდ მაშინ ვითარდება როცა "მკვლელ...