დაუპატიჟებელი სტუმარი

1.3K 133 19
                                    


                               "you changed the chat name "მკვლელი" to"  jungkook "

jungkook:

 სახლში ხარ? 

Me: 

კი რატომ მეკითხები? 


კარზე კაკუნი გაისმა და ეს კაკუნი ჯუნგქუქის ესემესს ასე სწრაფად რომარ მოყოლოდა შეიძლება არც დავბნეულიყავი და ეგრევე გამეღო.

– რომელი ხარ? – დავუძახე,მიუხედავად იმისა რომ პასუხი ვიცოდი და როცა კარის უკნიდან დამცინავი ხმა შემომესმა უფრო მეტად დავიბენი.

– ჯუნგქუქ?! აქ რა გინდა? 

– საქმე არ მქონდა და შემოგიარე, თან აქვე ახლოს ვიყავი.

– ისევ რამენს ჭამდი? 

– როგორი მიხვედრილი ხარ. 

– კიდევ ვინმე გამოგეკიდა? 

– ამჯერად ვერ გამოიცანი. 

– აბა აქ რა გინდა?! 

– იქნებ ჯერ შემომიშვა და ამაზე მერე გვესაუბრა? 

– რატომ უნდა შემოგიშვა? 

– ჰაჰაჰა,– გადაიხარხარა მან,– რატომ უნდა შემოუშვა ჯეონ ჯუნგქუქი სახლში?! არიანა შენ მართლაც უცნაური ხარ. 

– მისმინე, ჯერ ეგერთიც აირინი მქვია და მერე მეორე ნამდვილად არმინდა ჩემთან სახლში ვიღაც უცხო კაცი შემოვუშვა, გირჩევნია უკან დაბრუნდე სანამ ვინმეს შეუმჩნევიხარ. 

– მაგდებ? კარგი რა არიანაა...– ხმა გაუგრძელდა და გავიგონე როგორ ჩასრიალდა კარის უკან რაღაც. 

– ჯუნგქუქ?! რამოხდა? – ის იყო შვებით უნდა ამომესუნთქა რომ ხვრინვის ხმა შემომესმა. კარები სწრაფად გავაღე და ფეხებ ქვეშ ჯუნგქუქი გაიშხლართა.

– მთვრალი ხარ?! – ჩემს ყვირილზე სახე მომანჭა და წამოდგომა სცადა. 

– ძალიან ხმაურიანი ხარ. 

– კიდევ მე ვხმაურობ?! სწრაფად შემოდი მეზობლებმა არ დაგინახონ! 

𝙲𝚕𝚘𝚜𝚎 𝚝𝚘 𝚈𝚘𝚞  ( დასრულებული)Where stories live. Discover now