the one with the uninvited guest

549 67 7
                                    

ჯინი და როუზი უცნაური სანახავი იყო ერთად იმ ღამის შემდეგ.
როუზი ბიჭს თვალს არიდებდა, ჯინი კი ცდილობდა მაქსიმალურად დამტკბარიყო გოგონას ლამაზი თვალებით,რომელიც ასე ძლიერ მოსწონდა.
დიახ მოსწონდა, მისთვის პირველი ქალი იყო ცოლის შედეგად ვის მიმართაც ინტერესი გამოხატა და ეს ბევრს ნიშნავდა მისთვის, საკუთარ თავთან უკვე დიდი ხმის აღიარა რომ გოგონას მიმართ სიმპათიები ჰქონდა.
როუზი მისაღებში იჯდა,მუხლებზე ნოუთბუქი ედო და როცა ზარის ხმა გაისმა მოულოდნელად შეხტა,შემდეგ ჯინს გადახედა შეშინებული სახით.
- ვინ არის?! - იკითხა ბიჭმა
- არავინ,- როუზმა გათიშა და წერა დაიწყო.
  საღამომდე ყველაფერი ნორმალურად იყო,სუ ოთახიდან არ გამოდიოდა,მხოლოდ საჭმელად და ისიც გაბრაზებული გადახედავდა მის ძმას, იუნა ხალისიანად იყო,როუზი ხომ ძალიან მოსწონდა.
და საღამოს როცა ვახშამს მორჩნენ კარებზე კაკუნი გაისმა.
- გავაღებ,- უთხრა როუზმა,როცა თავის მაგიდასთან მუშაობდა.

- გავაღებ,- უთხრა როუზმა,როცა თავის მაგიდასთან მუშაობდა

¡Ay! Esta imagen no sigue nuestras pautas de contenido. Para continuar la publicación, intente quitarla o subir otra.

გოგონამ კარები გააღო და ადგილზე გაიყინა.
- ლი?!
- გამარჯობა,საყვარელო.
გაღიმებული ბიჭი კარებთან იდგა,შარვალი კოსტუმში გამოწყობილი და გოგონას ზემოდან დასჩერებოდა.- არ შემომიშვებ?
- ამ..ხო რათქმაუნდა.
ჯინმა სათვალეების ან გადმოხედა დაუპატიჟებელ სტუმარს.
- გამარჯობათ!- წამოიძახა ბიჭმა,ცოტათი ამაყი ტონით და გარემო შეათვალიერა.- მე კი ვარ როუზის საქმრო,მის წასაყვანად მოვედი,მინდა მადლობა გადაგიხადოთ მისი აქ...
- როუზ?!- ჯინმა როუზს გადახედა,რომელიც უხერხულად მისჩერებოდა ჯინს.
- დ..დიახ.
- ვინ არის ეს კაცი?
- როგორც ვთქვი მე როუზის...- დაიწყო ლიმ,მაგრამ ჯინის მკაცრმა და მწველმა გამომეტყველება შეაჩერა. თითქოს თვალებით ეუბნებოდა შენ არ გეკითხებიო.
- ჩემი საქმროა.- ჯინმა იმედგაცრუება იგრძნო და როუზმა დაინახა მის თვალებში როგორ გადაირბინა სევდამ.
- რადგან დარწმუნდით,რომ მისი საქმრო ვარ, ახლა წავიყვან.
- გამომყევი,- უთხრა ჯინმა როუზს. გოგონა უსიტყვოდ გაყვა.
- უკაცრავად მაგრამ...- ჯინმა ისევ მკაცრი მზერა სტყორცნა.- როუზთან ცალკე საუბარი მსურს .
როდესაც ჯინის ოთახში შევიდნენ ბიჭმა გოგონა კარზე მიაყუდა და ძლიერად აკოცა, ამჯერად როუზმა უფრო მძაფრად იგრძნო ფხიზელზე,ბიჭის ვნებიანი კოცნა მუხლები აუკანკალდა, ჯინმა ხელი თმაში შეუცურა და ნაზად დაუწყო ფერება,ბოლოს კოცნა შეწყვიტა გოგონას განაბული სახეს დააცქერდა.
- ამის შემდეგ,ისევ გინდა რომ მას გაყვე?
როუზს არც მანამდე სურდა ლის გაყოლოდა, ლი ბებიამისის შერჩეული საქმრო იყო,ბიზნესმენი რომელისთვისაც სამსახური პირველ ადგილზე იყო.
- მე...
- უბრალოდ ჩემთან დარჩი,ის კაცი შენთვის ასეთი მნიშვნელოვანი რომ ყოფილიყო მის შესახებ აქამდე მეტყოდი.
- მაგრამ,ასე ადვილი არ არის გადაწყვეტილების მიღება.
- მას მე დაველაპარაკები.
- არა,ის მთავარი არ არის
- აბა ვინ არის? შენ არ გინდა თუ შენ არ გინდა...
- ჯინ არა,ბებიაჩემს სურს რომ მას გავყვე ცოლად.
- არ მესმის ბებიაშენი რატომ წყვეტს ვის უნდა გაყვე.
- ჩემი და ლის მშობლები მეგობრობდნენ,ასე რომ ვთქვათ ჩვენი ნიშნობა ახალი არ არის.
- აკვანში დაინიშნეთ?!
როუზი შეიშმუშნა და თავი დაუქნია
- ღმერთო,რომელი საუკუნეა.
- კარგი მაშინ ასე მოვიქცეთ,- სერიოზული გამომეტყველება მიიღო ჯინმა და ჩვეულებრივი ნაზი ხმა დაუბოხდა,- თუ შენ თანახმა ხარ ჩემთან ყოფნაზე მაშინ,წავიდეთო ბებიაშენთან.
- რა?!
- რაც გაიგო, დროა კორეაში დავბრუნდე.

𝙲𝚕𝚘𝚜𝚎 𝚝𝚘 𝚈𝚘𝚞  ( დასრულებული)Donde viven las historias. Descúbrelo ahora