პრობლემის დასაწყისი

1K 108 2
                                    

Jungkook: 

იცოდე მზად დამხვდი, ლოდინს ვერ ვიტან.


Me: 

უკვე მზად ვარ.

Me:

და გირჩვენია მალე მოხვიდე,ვერც მე ვიტან ლოდინს. 


ხუთ წუთში კარებზე კაკუნი გაისმა და  დაახლოებით ნახევარ საათში ჩემს სახლს ვუახლოვდებოდით, ჯუნგქუქი დავარიგე თუ როგორ უნდა მოქცეულიყო დედაჩემთან და ბოლოს მამაჩემზე მკითხა:

- მამაშენი,როგორი კაცია? 

- მივედით, იცოდე რომ გკითხოს უთხარი რომ შენც ჟურნალისტი ხარ და ჩემთან ერთად მუშაობ.

- ჟურნალისტი? სერიოზულად? მეტი ვერაფერი მოიფიქრე? 

- რავიცი,რომ მკითხა სად გაიცანით ერთმანეთიო,დავიბენი და ვუთხარი რომ თანამშრომლები ვართ.

- ყოჩაღ, გენიოსი ხარ პირდაპირ. 

- გირჩევნია ეგ ირონია მოიცილო, დედაჩემი ვერ იტანს ირონიულ ხალხს.

- და შენ როგორ გიძლებს? 

- სწორედ მაგიტომ ვერ იტანს ირონიულ ხალს,რომ მე ვერ მიძლებს. 


კარებთან გარიმებული დედა დამხვდა და ორივეს გადაგვეხვია, მისაღებში დივანზე დავჯექით და სულ რაღაც ათ წუთში მოასწრო ჯუნგქუქის წარმომავლობის გაგება. 

- მართლა საყვარელო, მამაშენი ჩამოვა დღეს. 

- რა? ხომ მითხარი რომ ის კიდევ ერთი თვე ვერ ჩამოვიდოდა?  

-  ხო მაგრამ საქმეს მალე მორჩა და უკან ბრუნდება. 

- როდის ჩამოდის? 

- გვიან ჩამოვა მაგრამ,დღეს აქ დარჩით..

- არა, გვეჩქარება და არამგონია მოგვისწროს. - ვამჩნევდი ჯუნგქუქი როგორ მიყურებდა, თუმცა ვცდილობდი მისი მზერისთვის თავი ამერიდებინა, ვიცოდი ცოტა ხანში ახსნა განმარტებას მომთხოვდა ამის გამო. 

𝙲𝚕𝚘𝚜𝚎 𝚝𝚘 𝚈𝚘𝚞  ( დასრულებული)Donde viven las historias. Descúbrelo ahora