– რა ჯანდაბად ხარ ისევ აქ? – ვცდილობდი მისი მოშიშვლებული მკერდისთვის თვალი ამერიდებინა.
- გვიანი იყო და წასვლა შემეზარა. – აჩეჩილ თმებს პირსახოცით იმშრალებდა.
– ეგ ჩემი პირსახოცია??!
– ხო, დროებით ვითხოვე, აი აიღე აღარ მჭირდება,– პირსახოცი ხელებში ჩამიგდო და სამზარეულოში შევიდა. უკან გავეკიდე.
– მისმინე, დღეს დედაჩემი უნდა მოვიდეს და შენ რომ დაგინახოს მომკლავს და შენც მიგაყოლებს და საერთოდ ეგ ხალათი სად იშოვე?
– გამოვიძახე.
– გამოიძახე?
– ხო, ჩემ მძღოლს ვთხოვე მოეტანა.
– შენ რა დებილი ხარ? ბარემ სახლში წაეყვანეე ! აიიშ მიდი სწრაფად წადი აქედან.
– მოიცა, ჯერ დილის ყავა არ დამილევია.
– არ მაინტერესებს.
– ჩაცმა მაინც მაცადე.
– გზაში ჩაიცვი, ამდენი დრო არ მაქვს დღეს დედაჩემი მოდის და....
კრებზე კაკუნი გაისმა, ჩემი გული კაკუნის სინქრონში ფეთქავდა. კაკ–კუკ კაკ–კუკ.
– ჯანდაბა ! – ჯუნგქუქს ხალათში ვწვდი და ჩემს ოთახში შევაგდე.
– აქედან არ გამოხვიდე გასაგებია?! – თავი დამიქნია და ოთახი მოათვალიერა,
– როგორი საინტერესო ოთახი გაქვს. – კედელზე გაკრულ სურათებს აკვირდებოდა და ვინ იცის იქნებ კარგად რომ დაეთვალიერებინა თავისი ფოტოც გამოეჩიჩქნა სადმე.
– ხელი არაფერს ახლო და სანამ არ გეტყვი არ გამოხვიდე.
კარებთან მივირბინე და დედაჩემს სიმწრის ღიმილი შევანათე.
– აირიინ, მეგონა კარებთან დამაღამებდი. – ქუსლების კაკუნით შემოვიდა დედა სახლში და ირგვლივ მიმოიხედა.
– როგორც ყოველთვის არეულობაა, ამხელა ქალი ხარ უკვე, შენხელები თხოვდებიან და ოჯახებს ქმნიან შენ კიდევ ერთ ოთახიანი სახლი ვერ მიგილაგებია.
KAMU SEDANG MEMBACA
𝙲𝚕𝚘𝚜𝚎 𝚝𝚘 𝚈𝚘𝚞 ( დასრულებული)
Romansaერთფეროვნებით დაღლილი მთავარი გმირის, ცხოვრება მაშინ იცვლება როდესაც სახლში, სრულიად მოულოდნელად მასკიანი კაცი უვარდება, ახლა კინომან აირინს გონია რომ ამ კაცის ერთადერთი მიზანი მისი მოკვლაა, თუმცა მოვლენები საინტერესოდ მაშინ ვითარდება როცა "მკვლელ...