საინტერესოა,რამდენი რამის თქმა შეუძლია ადამიანის მაშინ როცა სიბრაზეს აფრქვევს, შეიძლება ბევრი რამ დაცდეს,მაგრამ მხოლოდ სიმართლე,მარტო ის რასაც რეალურად ფიქრობს,ამ დროს იმდენად აღგზნებულია შენი გონება,რომ ვერ აზრებს ტყუილის მოფიქრებას და პირდაპირ იმას გადმოგვცემს რასაც რეალურად ფიქრობს.
სწორედ ამიტომ,როუზი ვერასდროს დაივიწყებდა ქალის სიტყვებს, მასთან ურთიერთობას ძველებურად ინარჩუნებდა,არასდროს აგრძნობინებდა იმ წყენას რომელიც გულში ქონდა შენახული და ცდილობდა იმ ერთადერთი ადამიანისთვის,რომელმაც გაზარდა, ცხოვრებაა გაეხალისებინა.
ბებიას, უჭირდა ჯინთან შეგუება,არა იმიტომ რომ ის არ მოსწონდა,პირიქით ქალი აღფრთოვანებული იყო მისით, ჯინი ხომ ერთადერთი ადამიანი იყო,რომელის წინაშეც ქალმა სიტყვის თქმაც ვერ გაბედა,უბრალოდ მისი დისტანციური დამოკიდებულება ბიჭის მიმართ,შეიძლება ითქვას,რომ სიამაყით იყო გამოწვეული.
უცნაური რამ არის სიამაყე, ადამიანი სიბრმავემდე მიყავს და ხშირად უჭირს იმის დანახვა რაც მართლა სჭირდება.
ამიტომ,ისიც შეიძლება ითქვას რომ როუზის ბებია,დაავადებული იყო არა სიამაყით,არამედ ამპარტავნებით.
ქალი გულის სიღრმეში აცნობიერებდა მისი სიტყვების სიმძიმეს,როუზის მხრებზე,მაგრამ ამის გამო ბოდიში არასდროს მოუხდია, არც როუზს მოუთხოვია ეს,მისთვის ისიც საკმარისი იყო რომ ჯინის და მის სიყვარულს მოწინააღმდეგეები აღარ ყავდა.
გარდა ერთი პიროვნებისა,რომლის აზრიც მაინც არცერთ მათგანს აინტერესებდა.
ლი, განცხადებით გამოვიდა რომ ნიშნობა თავად ჩაშალა და რადგანაც ჯინის იმაზე მეტად ეშინოდა ვიდრე მისი მოწინააღმდეგეების ბიზნესში,განშორების მიზეზად საკუთარი ბიზნესის გაფართოება დაასახელა,თქვა რომ ოჯახი ამის საშუალებას არ მისცემდა და ამეტაპზე პირადი ცხოვრება შეჩერებული ქონდა.
თუმცა, ჯინისგან და როუზისგან დაცინვა,ხოლო პრესისგან დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა როცა ერთ თვეში მან თავისი ახალი ნიშნობის შესახებ გამოაცხადა თავისი კომპანიონის ქალიშვილზე.
YOU ARE READING
𝙲𝚕𝚘𝚜𝚎 𝚝𝚘 𝚈𝚘𝚞 ( დასრულებული)
Romanceერთფეროვნებით დაღლილი მთავარი გმირის, ცხოვრება მაშინ იცვლება როდესაც სახლში, სრულიად მოულოდნელად მასკიანი კაცი უვარდება, ახლა კინომან აირინს გონია რომ ამ კაცის ერთადერთი მიზანი მისი მოკვლაა, თუმცა მოვლენები საინტერესოდ მაშინ ვითარდება როცა "მკვლელ...