გოგონა ბიჭის სინქრონულ სუნთქვას უსმენდა, მისი ხელი ეჭირა და ცრემლები თავისთვის სცვიოდა თვალებიდან.
დაფიცებული ქონდა რომ აწი მას აღარსად გაუშვებდა.
- ჯერ არ მომკვდარხარ ნუ ტირიხარ.- ღიმილით უთხრა ჯუნგქუქმა.
- ღმერთო გაიღვიძე! - აირინი ჯუნგქუქს ჩაეხუტა.
- აირინ...აირინ, სასიამოვნოა მაგრამ მტკივაა.
- ღმერთო! ბოდიში!- სასწრაფოდ მოშორდა ბიჭს.
- არაუშავს,ვწუხვარ რომ განერვიულე.
- არაფერია.
- და მართლა,აქ როგორ შემოდი?
- ამმ..გრძელი ისტორიაა.
- დრო გვაქვს ხომ ასეა?
- ჯუნგქუქ..
- გისმენ.
- იცი მზად ვარ შენთან ერთად თავიდან დავიწყო...
- აირინ,- ჯუნგქუქმა ნაზი ღიმილით გადახედა გოგონას.
- ამას თუ იმიტომ აკეთებ რომ გეცოდები...
- არა,არა დამიჯერე ეგ არაფერ შუაშია,უბრალოდ აღარ მინდა ისევ შენს გარეშე ცხოვრება.
- ხომ იცი რომ რთულია ჩემთან ურთიერთობა.
აირინმა თავი დაუქნია.
- ხომ იცი რომ შეიძლება ბევრი შეეწინაადეგოს ამას.
გოგონამ ისევ თავი დაუქნია.
- და მაინც მზად ხარ ამისთვის?
ამჯერად ღიმილით დაუქნია თავი.
- მეგონა არ გიყვარდა რთული ურთიერთობები.
- არც მიყვარს,მე შენ მიყვარხარ.
გოგონა ჯუნგქუქისკენ გადაიხარა და ნაზად აკოცა,ისე ნაზად და ფრთხილად რომ ეშინოდა თუ ოდნავ ძლიერად შეეხებოდა ბიჭს ატკენდა, თუმცა ამჯერად ბიჭმა შემოხვია წელზე ხელი,მისკენ მიიზიდა და ძლიერად,ვნებით აკოცა.
ამ კოცნაში იგრძნობოდა ის მონატრება რომელსაც ერთმანეთის მიმართ განიცდიდნენ.
- თმები გაგრზდია,- უთხრა ბიჭმა ბოლოს .
- ხოო
- მომწონს,გიხდება,- გოგონამ მორცხვად გაუღიმა.
- აღიარე რომ ამ სახვევებშიც იდეალურად გამოვიყურები.
აირინს უეცრად ცრემლი ჩამოუგორდა და ბიჭი დაპანიკდა.
-ღმერთო...მაპატიე... რა მოხდა?!
გოგონას გაეღიმა, ცრემლი მოიშორა და თქვა:
- არაფერია,უბრალოდ მომენატრა შენი უაზრო ხუმრობები.ერთი კვირის შემდეგ როცა ჯეონ ჯუნგქუქი საავადმყოფოდან გამოწერეს ხელახლა გავრცელდა ჭორი მისი და აირინის ურთიერთობის ბის შესახებ,ცოტა ხანში კი ეს ჭორი თავადაც დაადასტურა ფან შეხვედრაზე ჯუნგქუქმა.
აირინს მოუწია საცხოვრებლის შეცვლა,ზოგიერთი "ფანის" გამო და მაშინ ნამდვილად მიხვდა რას გულისხმობდა ჯუნგქუქი რთულ ურთიერთობებში.
სამსახურში ისევ დააწინაურეს რადგან ახლა უფრო ხშირად წერდა ინტერვიუს ცნობილ ადამიანებთან და არა მარტო ინტერვიუთი შემოიფარგლებოდა,რამოდენიმე მათგანთან ძალიან ახლო ურთიერთობაც ქონდა.
დაახლოებით ორ წელში აირინი არმის ოფიციალური რძალი გახდა და მიუხედავად იმისა რომ ბევრს ეს ფაქტი საშინლად აღიზიანებდა,ფანდომმა მაინც მიიღო ის.
საინტერესო იყო მათი პირველი ღამის სცენა როცა ამ საქმეში გამოცდილი ჯუნგქუქი გამოუცდელ აირინზე მეტად ნერვიულობდა,შემთხვევით რამე არ ვატკინოო.
- შევეცდები,ნაზი ვიყო,- უთხრა ჯუნგქუქმა და გოგონამ გადაიხარხარა.
- ღმერთო,აირინ ასეთ მომენტში იცინიხარ? სერიოზულად?
- მაპატიე,უბრალოდ შენი გამომეტყველება ძალიან სასაცილოა...ისეთი დამფრთხალი მიყურებ...
ჯუნგქუქი ახლოს მიიწია,გოგონას ფეხებში ხელი ჩაავლო და მიიზიდა, შემდეგ ნელა აუცურა ხელი აირინს თეძომდე,მაისური აუწია და ნელა აკოცა ჯერ მუცელზე,შემდეგ მაღლა აიწია და მკერდი დაუკოცნა.
ბოლოს მგზნებარედ გახედა აქოშინებული აირინს და უთხრა:
- ახლა ვინ არის დამფრთხალი?!
YOU ARE READING
𝙲𝚕𝚘𝚜𝚎 𝚝𝚘 𝚈𝚘𝚞 ( დასრულებული)
Romanceერთფეროვნებით დაღლილი მთავარი გმირის, ცხოვრება მაშინ იცვლება როდესაც სახლში, სრულიად მოულოდნელად მასკიანი კაცი უვარდება, ახლა კინომან აირინს გონია რომ ამ კაცის ერთადერთი მიზანი მისი მოკვლაა, თუმცა მოვლენები საინტერესოდ მაშინ ვითარდება როცა "მკვლელ...