15

1K 109 14
                                    


მახსოვს იმ დღეს ბევრი არ მიფიქრია, არადა ზოგადად გადაწყვეტილებებს ყოველთვის ძნელად ვიღებდი, ნოუთბუქს ხელი მოვკიდე და ლაივი ჩავრთე, ვიცოდი ბევრი ნახავდა რადგან არმის ნახევარი, ისენი რომლებიც ბიასს ვერავის უყოფთდნენ უკვე მაკონტროლებდნენ, ჩემს შესახებ ყველაფერი იცოდნენ და ყოველ დეტალს ასაჯარაოებდნენ რომელზეც კი რაიმე უხამსის თქმა შეიძლებოდა, ასე რომ დედაჩემის განქორწინება მათთვის ხელსაყრელი გამოდგა.

აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი არმის იმ ნაწილის მიმართ რომელიც ჩემს დაცვას თავგამოდებით ცდილობდნენ,ასევე ექსოელები რომლებმაც მშვიდად მიიღეს მათი ბიასის ურთიერთობის ამბავი და ასევე მშვიდად მიიღეს მათი დაშორებაც. 

ასე და ამგვარად ყოველგვარი წინასწარ მომზადებული ტექსტის გარეშე ჩავრთე ლაივი და მნახველების ციფრი არა წუთში არამედ წამში იზრდებოდა.  

რაც შემეძლო ღრმად ამოვისუნთქე და როცა საკმირისი მაყურებელი შევაგროვე დავიწყე. 

– " მოგესალმებით, დარწმუნებულივარ უმეტესობამ უკვე იცის ვინც ვარ ხოლო მათვის ვინც არ მიცნობს,მე აირინი ვარ, ცოტა ხნის წინ ჭორები გავრცელდა ჩემი და ჯუნგქუქის ურთიერთობის შესახებ და გეტყვით რომ ეს ნაწილობრივ მართალია, მე მასთან ურთიერთობა მაქვს, ის შესანიშნავი პიროვნება და ასევე შესანიშნავი მეგობარია, დიახ მეგობარი, აი რა ურთიერთობა მაქვს მასთან, რაც შეეხება ჭორებს რომ ერთმანეთს ვხვდებით ტყუილია, ყველაფერი ჩემი სიმხდალის ბრალია, რომ არ მინდოდა ჩემს ოჯახს საცოდავი ვგონებოდი,ამიტომ როცა დედაჩემს ჯუნგქუქი ჩემს შეყვარებულში აერია,ვთქვი,რატომაც არა.  

ჯუნგქუქი კი ჩემდა გასაკვირად ამაზე დამთანხმდა, თავიდან ვფიქრობდი სანაცვლოდ აუცილებლად რაღაცას მომთხოვს მეთქი,მაგრამ განა რა უნდა უნდოდეს ჯეონ ჯუნგქუქს ჩემგან? მე მისთის არაფრის მიცემა შემიძლია, მას უკვე ყევლაფერი აქვს, შესანიშნავი ცხოვრება,რომელიც ჩემს გამო შეიძლება დაიმსხვრეს და შესანიშნავი ადამიანები მის გვერდით, არმი, რომლებმაც ისევ ჩემს გამო შეიძლება ზურგი შეაქციოს.

𝙲𝚕𝚘𝚜𝚎 𝚝𝚘 𝚈𝚘𝚞  ( დასრულებული)Where stories live. Discover now