"ნამსხვრევები"

889 108 2
                                    

ორი სრულიად განსხვავებული მამაკაცი,საერთო ინტერესებით ერთმანეთის პირისპირ იდგა და არც ერთი თმობდა საკუთარ სიამაყეს.
ერთს ახალი სიყვარულის პოვნა სურდა,მეორეს დაკარგულის დაბრუნება, ახლა საინტერესო ის იყო თუ როგორ უხმოდ კონტაქტობდა ორივე,მზერით გამოხატავდნენ სათქმელს და წარბებშკერული უცქერდნენ ერთმანეთს.
- დარწმუნებული ვარ აირინს არ ესიამოვნებოდა მის სახლში რომ შესულიყავი,- უთხრა ჯინმა დამცინავი ღიმილით
- არ ინერვიულო, პირველად არ შევდოვარ მის სახლში,- ტუჩის კუთხე აეკეცა ჯუნგქუქს.
- სიცივეა, არ მინდა გაცივდეს.
- მაშინ გადმომაწოდე თუ შეიძლება.
- კიდევ რამე ხომარ გინდა?
ჯუნგქუქი ბიჭის ამ სიტყვებზე უფრო ახლოს მიიწია და ნაზად დაუძახა აირინს.
- აირინ,- აირინი შეიშმუშნა, თვალებში ნელა გაახილა და ჯუნგქუქი რომ დაინახა ჯერ სასიამოვნო ღიმილი გადაეფინა სახეზე, შემდეგ გაბრაზება.
- ჯუნგქუქ?!
სახეში მოხვედრილმა ჰაერმა ცოტათი გამოაფხიზლა აირინი, ჯინის ზურგიდან შერცხვენილი ჩამოხტა და უთხრა.
- მადლობა ჯინ , ბოდიში რომ შეგაწუხე.
- არაფერია მიდორი,- შემდეგ ჯუნგქუქს გახედა რომელიც ჯინს დამიცანავად უმზერდა.
-  კარგი მაშინ მე წავალ.- თქვა ჯინმა და წასვლისას ფეხს ითრევდა.
-  მიდორი?! მიდორის რატომ გეძახის?!
-  შენ ისევ აქ რატომ ხარ?!
-  იმიტომ,რომ ასე მინდა.
-  კარგი მაშინ იყავი.
აირინი კიბეებზე ავიდა,ჯუნგქუქი უკან აედევნა.
- რაგინდა?
- მაინტერესებს მასთან რა ურთიერთობა გაქვს.
- ჯინთან?!
- ხო.
- შენი საქმე არაა.
- რას ქვია არ არის?
- იმას რომ დიდი ხანია ჩემი ცხოვრების ნაწილი აღარ ხარ.
- გასაგებია,- თავი დახარა ჯუნგქუქმა.- ვწუხვარ.
- შენი წუხილი არაფერს შეცვლის . ნახვამდის .
გოგონამ კარი ცხვირწინ მოუხურა თავის პირველ, გულმოკლულ სიყვარულს და მართალია გულის სიღრმეში ამ საქციელს ძლიერ ნანობდა მაგრამ,მაშინ ეგონა რომ უკვე დამსხვრეულ გულს ვერაფერი უშველიდა.
თუმცა არ იცოდა რომ ჯუნგქუქს,მხოლოდ მას და სხვა არ ავის,ხელთავიდან შეეძლო დამსხვრეულის გამთელება.

𝙲𝚕𝚘𝚜𝚎 𝚝𝚘 𝚈𝚘𝚞  ( დასრულებული)Where stories live. Discover now