თავს ჩახუთულად ვგრძნობდი ყველა იმ მოგონების გადამკიდე, რომლებიც გონებაში ამომიტივტივდა. გაავანალიზე, რომ მე მშიერი აღარ ვიყავი. გადავიფიქრე კაფეტერიაში წასვლა და ნაცვლად ჩემს ადგილს დავუბრუნდი. ხელები გადავაჯვარედინე და ამოვიხვნეშე.
მეყოფა ამდენი ტირილი.
თავი ხელებში ჩავრგე.
თვალები დავხუჭე და მოგონებებს დავრთე ნება, წავეყვანე ორშაბათისკენ, 16 მარტისაკენ.
ორშაბათი, 16 მარტი.
"დღეს თქვენთვის განსაკუთრებულად კარგი ამბავი მაქვს, ძალიან სახალისო პროექტს დაგიწესებთ," მოსალმების შემდეგ განაცხადა მისტერ ჯანგმა. მოსწავლეების ჩივილი მთლიან კლასში ისმოდა და, რა თქმა უნდა, მეც მათგან ერთ–ერთი ვიყავი. იმასთან შედარებით, როგორსაც ახლა მხედავთ, მაშინ მეც ჩემი მეგობრების მსგავსი ვიყავი.
"უფრო საინტერესო ის არის, რომ წყვილებში იმუშავებთ," მან განაგრძო.
"სერ, ჩვენით უნდა ავირჩიოთ მეწყვილე?" კაცის ბოხი ხმა ისმოდა კლასის ბოლოდან. თავი გავატრიალე, ის კიმ ნამჯუნი, კლასის პრეზიდენტი, იყო.
"რა თქმა უნდა." მისტერ ჯანგმა თქვა. ყველამ მოძებნა დავიწყეთ ჩვენი მსხვერპლის, ვისთან ერთადაც ვიმუშავებდით.
"არ დამიმთავრებია. თქვენ აირჩევთ, იმ რიცხვების ამოკრეფვით, რომლებიც მე მოვამზადე". წამის მეასედში მხიარულება იმედგაცრუებაში გადაიზარდა. ერთი–მეორის შემდეგ ვდგებოდით და პატარა რიცხვების ფურცლებს ვიღებდით ყუთიდან, რომელიც მისტერ ჯანგს ეჭირა. ჩემთვის ვლოცულობდი, რომ ვინმე კარგი ამომსვლოდა. სკამზე დავჯექი და გავხსენი ფურცელი. დიდი მსხვილი "7" ეწერა. ნეტავ, ვის ჰქონდა ჩემნაირი ბედი.
ჯიმინმა ხელი დამიქნია და წაიჩურუჩლა "ორი". როგორც მივხვდი ერთად ვერ ვიქნებით. მხრები ავიჩეჩე და 7 თითი ავწიე. დაიჭყანა და სევდიანი სახე მიიღო, მის საქციელზე გავიცინე და ენა გამოვყავი საპასუხოდ. მან ზედმეტად განაწყენებული სახე მიიღო.
YOU ARE READING
Colors | ქართულად. ✓
Fanfiction❝მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის თვალი 7 მილიონ ფერს აღიქვამს და გაქვს 48 ფერის ფანქარი, რომელთა გამოყენებაც შეგიძლია, რატომ ხმარობ მხოლოდ შავს, თეთრსა და წითელს?❞ ქვემოთ დავიხედე და ვეცადე პასუხი მომეფიქრებინა. არ ვიცი, შესაძლოა იმიტომ, რომ შავი...