25.

363 57 0
                                    


"ჯანდაბა, მადლობა. ძალიან მიყვარხარ."

ჩუმად იდგა, პასუხის გაცემის მაგივრად მაშტერდებოდა. ნათქვამის გაანალიზების შედეგად სხეულის ტემპერატურამ ამიწია.

"რ–რა?" ხელები გადავაჯვარედინე და მას საპასუხოდ მივაშტერდი, ვიქცეოდი თითქოს, რაც ვთქვი ნორმალური იყო და არაფერს ნიშნავდა.

რამდენჯერმე დახამხამების შემდეგ, საბოლოოდ ჩაახველა და გაიხედა.

"ორ ჯოხზე აცმულ ნაყინს გიყიდი," მაჯაზე ხელი ჩამჭიდა და იქიდან გამათრია, სადაც ვიდექი.

წინ გზას მიუძღვებოდა, ამიტომაც შეზღუდულად შემეძლო მისი სახის დანახვა, თუმცა ვფიქრობ, მის ღიმილს მოვკარი თვალი, რაზეც საპასუხოდ მეც იგივე გამომეტყველება მივიღე, როცა მას უკან მივყვებოდი.

პარკში სიარულისა და დახლის აღმოჩენის შემდეგ, რომელიც ხილის ნაყინებს ყიდდა, შევთანხმდით ნესვის გემოს ყიდვაზე და ჯიმინმა გადაიხადა.

"გამომართვი," თქვა და ნესვის ნაყინი ჯოხზე ორად გაყო და ნახევარი მე მომაწოდა.

"იეე–" ჩემი შეძახილი შუაში გაწყდა, როცა ნაწილი, რომელიც ჩემი უნდა ყოფილიყო, ჯიმინის ხელიდან გავარდა და იატაკზე მწვანე ლაქად დააჩნდა.

მხოლოდ მიწას ვაშტერდებოდით.  ძლიერ გაღიზიანებულად ამოვისუნთქე, როცა ჯიმინმა შემომხედა და უხერხულად სიცილი დაიწყო.

"ჰმმ," იმწამსვე გაჩერდა, როცა გაბრაზებით შევხედე, "ბოდიში?" 

"შეგიძლია უბრალოდ ჩემი აიღო." ხელი გამომიწოდა, რომელსაც მეორე ნაწილი ეჭირა, მეორე ხელით კი თავის უკანა ნაწილს იფხანდა.

ნორმალური საღამო, რომ ყოფილიყო ყოველგვარი ყოყმანის გარეშე გამოვართმევდი. ჯიმინი, რომ აქ ყოველთვის ყოფილიყო და სამი დღის წინ არ დაბრუნებულიყო, გამოვართმევდი. თუმცა ეს მომენტი ძალიან ნაცნობი იყო, ჯიმინის სამგლოვიარო სახლის მახლობლად პარკში მყოფი ბავშვები გამახსენდა.

Colors | ქართულად. ✓Where stories live. Discover now