19.

432 61 2
                                    


ჯიმინს წუთზე ნაკლები დასჭირდა იმისათვის, რომ წიგნები კარადაში ჩაეყარა და იგი დაეკეტა. წიგნებს მოწესრიგებულად ვალაგებდი, იგი კი ჩემკენ სწრაფი ნაბიჯებით წამოვიდა. ოთხკუთხედ მეტალის კარებს გვერდულად დაეყრდნო და მიყურებდა. ტუჩის ბაგეები აეწია, როცა ჩვენი ორი წლის წინ გადაღებული სურათი შენიშნა.

„კიდევ გაქვს ეგ ფოტოსურათი?"

დალაგება წამიერად შევწყვიტე და სურათს მივაშტერდი. ახალგაზრდები ვიყავით, ლოყები პუტკუნა გვქონდა, განსაკუთრებით ჯიმინს.ნაყინის კონუსი ბედნიერად გვეჭირა, მიუხედავად იმისა, რომ უკანა ფონზე თოვლი იყო.გამახსენდა, რომ სურათი გადაღებული იყო მთაზე სკოლის ექსკურსიისათვის.

„რა თქმა უნდა, მაქვს. ასეთი ფასდაუდებელი საკუთრება; ჯერ კიდევ პუტკუნა პაკ ჯიმინი?" ვუპასუხე და ბოლო წიგნი ჩემს კარადაში შევტენე. დავკეტე, ჩანთა ზურგზე გადავიკიდე.

„ჰაჰ, ძალიან ცუდი ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. ახლა მხოლოდ სექსუალურ ყბის ხაზს ხედავ. ანუ... შემომხედე, პირდაპირი გაგებით ცეცხლოვანი ვარ." მარცხენა წარბი აწია და ეცადა სექსუალური გამომეტყველება მიიღო.

„ცეცხლი? ეწევი?" ზრდასრულმა კაცის ხმამ უეცრად შეგვეკითხა.

ყურადღება ჩენ წინ გადავიტანეთ, სადაც ნამჯუნი და სკოლის დირექტორი იდგნენ. დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ნამჯუნს არ უკითხავს. დირექტორს ჩვენი დიალოგი არასწორად გაუგია.

„ა–არა, სერ! ეგ არ მიგულისხმია!" ჯიმინმა დაპანიკებულად დაუხარა თავი, დაბნეული გაშეშებული ვიდექი, მაგრამ შემდეგ ჯიმინი უკნიდან მომაწვა და მეც დამხარა.

„ეს მართალია, მოსწავლე ლი ჯინჰე?" დირექტორი შემეკითხა.

„დ–დიახ, სერ," ენა დამება. „ჩვენ სხვა რაღაცაზე ვლაპარაკობდით. ნამჯუნის თავი ჩვენსა და დირექტორს შორის მოძრაობდა, ცდილობდა დიალოგს დაწეოდა.

Colors | ქართულად. ✓Where stories live. Discover now