ავტობუსის ფანჯრიდან, რომელშიც ვმგზავრობდით, ვიხედებოდი. მშობლებისთვის უნდა შემეტყობინებინა, რომ სანაპიროზე მივდიოდით. წარმომიდგენია, თუ როგორ მივლენ სახლში და ელიან ავადმყოფ შვილს, რომელსაც თავის ოთახში ძინავს ან ტახტზეა გაწოლილი, მაგრამ ცარიელს სახლს აღმოაჩენენ.
ტელეფონის ეკრანი გავანათე. ვიცი, დედას თუ დავურეკავ აშკარად დამიყვირებს და წასვლას ამიკრძალავს, ან საერთოდ წასაყვანად მომაკითხავს. ვყოყმანობდი მიმეწერა მისთვის თუ არა, ან ის მაინც თუ მეთქვა, რომ კარგად ვარ, მაგრამ თავს ვერ დავიბრმავებდი მის ანერვიულებულ პასუხებზე.
ჯიმინსაც არ დაურეკავს სახლში, არც ჯისანისთვის და როგორც ჩანს არც აპირებდა. წყნარად იჯდა, თავი უკან ჰქონდა გადახრილი და ჩვენს წინა სკამებს უყურებდა. არ მინდოდა დედას ენერვიულა, მაგრამ გონებაში ხმამ, რომელიც მიყვიროდა, რომ ჯიმინთან დროის გატარების შესაძლებლობა არ უნდა გამომეტოვებინა, ეგოისტი გამხადა.
მხოლოდ თხუთმეტი წუთი ვისხედით ავტობუსში, მთელი თხუთმეთწუთიანი სიჩუმე, იმის გამოკლებით, როცა ჯიმინმა ღვედი შემიკრა და მადლობა გადავუხადე. ეგრევე პარკისაკენ წავედით, მე კიდევ მწვანე დიდი ზომის ფლანელის ზედა მეცვა და მას ცისფერი კაპიშონიანი ზედა. მხოლოდ ჩვენი ტელეფონები და საფულეები გვქონდა წამოღებული. საბოლოოდ გამოვრთე ტელეფონის ეკრანი და ამოვისუნთქე, რის გამოც ჯიმინი ჩემკენ მოტრიალდა.
"ჰეი, ლამაზო ქალბატონო," თქვა და გაიღიმა.
არ შემეძლო ნახევრად მეც არ გამეღიმა, მაინც ვნერვიულობდი.
"კიდევ სამი საათია დარჩენილი," მან თქვა, "ჩვენ... ჩვენ არ გვინდა მისი ასე გატარება, არა?"
"ხო," მოსაბოდიშებლად გავუღიმე, "ბოდიში."
მოულოდნელად ჯიმინმა რაღაც ამოიღ ჯიბიდან.
ყურსასმენები.
"კარგია," ჩამეცინა, მან გაიღიმა და ტელეფონში შეარჭო.
YOU ARE READING
Colors | ქართულად. ✓
Fanfiction❝მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის თვალი 7 მილიონ ფერს აღიქვამს და გაქვს 48 ფერის ფანქარი, რომელთა გამოყენებაც შეგიძლია, რატომ ხმარობ მხოლოდ შავს, თეთრსა და წითელს?❞ ქვემოთ დავიხედე და ვეცადე პასუხი მომეფიქრებინა. არ ვიცი, შესაძლოა იმიტომ, რომ შავი...