"პაკ ჯიმინ, არ აპირებ გაღვიძებას?" ვეცადე შემექანებინა, მაგრამ მაინც ეძინა.
უკვე გადაღლილი ვიყავი ჩემი სახლიდან აქამდე მოსვლით, იმის გათვალისწინებით, რომ წინა დღეს ღამის სამ საათზე ჩამეძინა, ახლა ჯიმინი კი საერთოდ არ ინძრეოდა და ღრმად ეძინა, მიუხედავად იმისა, რომ ათი წუთია ვუყვირი, რომ გაიღვიძოს.
"პაკ ჯიმინ, წავედით!" წამოვდექი და ისეთი ძალით გამოვქაჩე ხელზე, რომ ჩემი სხეული უკან გადაიწია. ჯიმინს ეძინა, მაგრამ უეცრად ჩემი მიმართულებით გადმოტრიალდა, რის შედეგადაც დავეცი და დავარდნის ხმა გაისმა.
"ოუჩ!" ზურგზე ხელი მოვისვი, იატაკზე ვიჯექი.
"სად წავედით?" ჯიმინმა საბოლოოდ თქვა, როგორც ყოველთვის დილით ხმა ჩახლეჩილი ჰქონდა.
"სკოლაში, რა თქმა უნდა, ჭკვიანო!" იატაკიდან წამოვდექი და ქვედაბოლო ჩამოვიწიე.
ჯიმინმა ჩახლეჩილი ხმით ჩაიცინა, თვალები კვლავ დახუჭული ჰქონდა.
"დღეს დასვენების დღეა, სულელო." ლაპარაკის შემდეგ სახეზე მაინც ღიმილი ჰქონდა აკრული.
"რა?" სწრაფადვე ავიღე ჩემი ჩანთა, ტელეფონს ვეძებდი, მისი პოვნის შემდეგ მომენტალურად კალენდრის აპლიკაცია გავხსენი.
25 მაისი – ბუდას დაბადების დღე.
"ჯან– ეს როგორ არ უნდა მცოდნოდა?" ჯიმინის საწოლის კუთხეში ჩამოვჯექი.
"ოდნავი ძილის შემდეგ დილას ავდექი, სკოლისათვის მოვემზადე დასვენების დღეს," თავი ქვემოთ დავხარე და დაღლილი თვალები დავხუჭე.
"როგორ დავიღალე!" დავიწუწუნე.
უეცრად ჯიმინმა საბანი გადაიძრო და წამოდგა საწოლიდან. ჩემთან მოვიდა და საწოლში ჩამაწვინა.
"აქ დაიძინე, შემდეგში სექსუალური დამიძახე." თითებით იარაღი გააკეთა, ენაზე იკბინა და თვალი ჩამიკრა, სანამ ოთახიდან გავიდოდა. ჩავიცინე და მძიმე ქუთუთოები დავხუჭე.
YOU ARE READING
Colors | ქართულად. ✓
Fanfic❝მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის თვალი 7 მილიონ ფერს აღიქვამს და გაქვს 48 ფერის ფანქარი, რომელთა გამოყენებაც შეგიძლია, რატომ ხმარობ მხოლოდ შავს, თეთრსა და წითელს?❞ ქვემოთ დავიხედე და ვეცადე პასუხი მომეფიქრებინა. არ ვიცი, შესაძლოა იმიტომ, რომ შავი...