13.

497 69 1
                                    


ოთხშაბათი, 20 მაისი.

ჩემი ადგილიდან წამოვდექი, მარჯვნივ გავიხედე და შემთხვევით თვალი  გავუსწორე ვუ ჰიერიმს, რომელიც კლასის დატოვებას სხვა გოგონებთან ერთად აპირებდა. მზრუნველობით გამიღიმა, მე კი უხერხული ღიმილით ვუპასუხე, სანამ მისი მეგობრები უცნაურად მაშტერდებოდნენ.იმაში დარწმუნების შემდეგ, რომ მათ ოთახი დატოვეს, კლასის გასასვლელისკენ მეც გავეშურე, მაგრამ გზაზე მეღობებოდა ჯონგუკი, რომელიც თავისი მეგობრების შემხედვარე იცინოდა, რომლებიც ერთმანეთს ხუმრობით უღიტინებდნენ.

მისმა ერთ–ერთმა მეგობარმა სახელად, კიმ თეჰიონმა მის უკან შემამჩნია და მას ჩუმად თავის მოძრაობით ჩემკენ მიანიშნა. ჯონგუკი მესიჯს მიუხვდა და ჩემკენ გამოტრიალდა.

„ოჰ, ჰეი, ჯინჰე." სიტყვების დასრულების შემდეგ გამიღიმა.

„ჰეი... ჯონ ჯონგუკ." ვეცადე მის ღიმილზე მეპასუხა, იმის იმედით, რომ ისეთივე უხერხული არ იქნებოდა, როგორიც ვუ ჰიერიმის შემთხვევაში.

რამდენიმე წამიანი სამარადისო სიჩუმის შემდეგ მან თქვა, „მაშინ ჩვენ პირველები გავალთ. შემდეგში გნახავთ, ლი ჰინჰე."

და კლასი დატოვა სხვა სამ ბიჭთან ერთად.

სასაცილოა, ახლა ყველაფერი როგორ განსხვავებულადაა გასულ 2 თვესთან შედარებით. ის ჩემ წინაშე მართლაც გრძნობს დამნაშავედ თავს. წარმოვიდგინე მას, რომ უარი არ ეთქვა და არ დამხმარებოდა, რომ ჯიმინის მიმართ გრძნობები გამეანალიზებინა. ამწამს ახლა ჩვენ ერთად წავიდოდით კაფეტერიაში?

თავს ჩახუთულად ვგრძნობდი ყველა იმ მოგონების გადამკიდე, რომლებიც გონებაში ამომიტივტივდა. გაავანალიზე, რომ მე მშიერი აღარ ვიყავი. გადავიფიქრე კაფეტერიაში წასვლა და ნაცვლად ჩემს ადგილს დავუბრუნდი. ხელები გადავაჯვარედინე და ამოვიხვნეშე.

მეყოფა ამდენი ტირილი.

თავი ხელებში ჩავრგე.

Colors | ქართულად. ✓Where stories live. Discover now