22.

430 54 1
                                    


"ის გაქრა." მან გამიღიმა, "ყველაფერი კარგად დასრულდა.."

"ხო? მაგრამ... მაგრამ მეგონა, მათ თქვეს, რომ მკურნალობა არ არსებობდა?"

"ეს მკურნალობის წყალობით არ არის."

"მე... მე ვერ ვხვდები."

"მოდი მითხარი, გჯერა..." ღრუბლებს აშტერდებოდა, "სასწაულების?"

"აი ისეთი რამის, რაც შესაძლოა შეუძლებელი ჩანდეს, მაგრამ ეს ასე არ არის."

მაგალითად, როგორც შენ ხარ ამ წამს აქ, როცა დანამდვილებით მახსოვს, რომ ორი თვე გაუჩინარებული იყავი?

სიჩუმეს ვინარჩუნებდი და ფიქრებში წავედი. წარსული გამახსენდა, გულში ეკლები მჩხვლეტდა და თვალები ამეწვა. დიდი ძალისხმევა დამჭირდა ყელში გაჩხერილი კვანძით, რომ ეს მეთქვა,

"რაც ამ ბოლო დროს გამოვცადე," ჩავახველე, "სხვა გზა არ მაქვს, გარდა იმისა, რომ დავიჯერო სასწაულების." პატარა ჩაცინებით დავასრულე წინადადება.

გავხედე ჯიმინს, რომელიც ჩუმად იყო. ჩანდა, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა, გულიდან ტვირთის მოშორება, მაგრამ გადაიფიქრა და თავისთვის შეინახა. ეს მის დაბრუნებას უკავშირდებოდა, რაზეც ლაპარაკი სურდა? მაგრამ რადგან გადაწყვიტა, რომ არაფერი ეთქვა ნიშნავდა, რომ თავს არაკომფორტულად გრძნობდა.

თითქოს ცხოვრება მას ყველაფერში მეორე შანსს აძლევდა. მშობლები ისევ ერთად იყვნენ, ოჯახური ფინანსური მდგომარეობაც გამოსწორდა, ჯანმრთელობა იდეალურ მდგომარეობაში ჰქონდა და ოცნების მიღწევის შანსები კვლავ დაუბრუნდა. თითქოს ცხოვრება შანსს აძლევდა, რომ ბედნიერი ყოფილიყო და მე არ ვაპირებდი ყველაფრის გაფუჭებას წარსულის გახსენებით.

"ხო, ისე," მოულოდნელად თქვა.

"ისე იქცევი, როგორც როცა ცუდად ვიყავი. არ გითხარი, რომ არ მომწონს, როცა როგორც სუსტსა და ავადმყოფს ისე მექცევი?" იგი გაჩერდა, "უბრალოდ კომფორტულად იყავი."

Colors | ქართულად. ✓Where stories live. Discover now