"ჯიმინ?" გავაღე სავარჯიშო ოთახის კარები, რომელიც დაკეტილი არ ყოფილა.
ოთახი ფაქტობრივად ჩაბნელებული იყო, მაგრამ შემდეგ მარკუთხედის ფორმის შუქი შევნიშნე, რომელიც, რა თქმა უნდა, ჯიმინის ტელეფონის ეკრანიდან მოდიოდა.
"პაკ ჯიმინ?" შუქები ავანთე და მას მივუახლოვდი. მისი სახე ვერ დავინახე, რადგან თავი დახრილი ჰქონდა.
როცა მას გვერდით მივუჯექი მხოლოდ მაშინ ამოიხედა და თქვა, "ლი ჯინჰე..."
თოვლისავით ფერმკრთალი სახე ჰქონდა, თვალები კი შიშით სავსე ჰქონდა, როცა მიყურებდა. რამდენჯერმე პატარაზე ჩაისუნთქა, სანამ იტყოდა,
"მ–მე ფეხებს ვერ ვგრძნობ."
"შენ რა? რას გულისხმობ?"
"ვერ ვგრძნობ ფეხებს. ვერ დავდივარ. ვერც კი ვდგები."
"შენ– აქ როგორ მოხვედი?"
მან ამოიხვნეშა, "მე.. მე არ ვიცი. ასეთ ცუდ დღეში არ იყო, როცა აქ მოვედი."
"როცა სკოლის გზაზე ვიყავით უცნაური შეგრძნება მქონდა. სუსტად ვგრძნობდი?" ნერწყვი ჩაყლაპა, სანამ გააგრძელებდა, "მაგრამ შემდეგ, როცა კიბეებზე ამოვდიოდით, ნორმალურად ვერ ვამოძავრებდი. ის... ისეთი დამღლელი იყო."
თითოეულ სიტყვას ყურადღებას ვაქცევდი და სიჩუმეს ვინარჩუნებდი.
"ლი ჯინჰე, არ ვიცი ახლა რა ხდება," თმები აიჩეჩა და საბოლოოდ ხელის გული თვალების წინ მიიტანა.
თავს საშინლად ვგრძნობდი, რომ იგი წეღან მივატოვე. გარდა ფიზიკური ტკივილისა, ვიცოდი, რომ მას ეშინოდა და დაბნეული იყო, მაგრამ მე იგი მარტო დავტოვე. მასთან უნდა დავრჩენილიყავი. მასთან ერთად უნდა ვყოფილიყავი.
"ჰეი, ჰეი, იქნებ უბრალოდ დაღლილი ხარ? პირველ რიგში, დაისვენე აქ, კარგი?" ზურგზე ხელს ვუსმევდი, ვცდილობდი მენუგეშა, "როცა კარგად იგრძნობ თავს კლასში მაშინ დავბრუდებით. თუ არადა ექიმთან წავალთ."
YOU ARE READING
Colors | ქართულად. ✓
Fanfiction❝მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის თვალი 7 მილიონ ფერს აღიქვამს და გაქვს 48 ფერის ფანქარი, რომელთა გამოყენებაც შეგიძლია, რატომ ხმარობ მხოლოდ შავს, თეთრსა და წითელს?❞ ქვემოთ დავიხედე და ვეცადე პასუხი მომეფიქრებინა. არ ვიცი, შესაძლოა იმიტომ, რომ შავი...