ზურგზე ჩანთა გადავიკიდე და ოთახს შევხედე, რამე თუ მრჩებოდა. მაგიდის უჯრას რამდენიმე წამი ვაშტერდებოდი, სანამ საბოლოოდ კარებისკენ გავიხედავდი, აზრებს მოვიშორებდი და კარებს გავაღებდი. ხმა გავიგე დედაჩემის, რომელიც მადლობას იხდიდა და ემშვიდობებოდა, როგორც მივხვდი სტუმრებს.
საძინებლის კარები დავხურე და ქვემოთ ჩავდიოდი, როცა შეძახილი გავიგე,
"საყვარელო! მოდი სწრაფად! შენი ტელეფონი აქაა!"
ჩემი ტელეფონი!
იმ დღეს დავკარგე ტელეფონი, როცა ჯიმინთან ერთად სანაპიროზე წავედი. სავარაუდოდ ქვიშის სასახლის მახლობად დავტოვე იმის შემდეგ, რაც დედისგან ტექსტს მივიღებდი და ვიტირებდი და 80–იანი წლების გოგონას მსგავსად არ ვიცხოვრებდი რამდენიმე დღე.
სიარული ავაჩქარე და ქვემოთ ჩავირბინე. დედის წინ მივედი, ხელი გავუწოდე და ტელეფონი ვთხოვე.
საპირისპიროდ მოიქცა და შორს გაწია, "მომისმინე, იღბლიანები აღვმოჩნდით, რომ ვიღაც კეთილი აღმოჩნდა და დაგვეკონტაქტა და დაგვიბრუნა. შემდეგ, როცა სანაპიროზე გაუჩინარდები და ტელეფონს დატოვებ, მე–"
"მადლობა, დედა! დეიდას უთხარი, რომ მეც მადლობას ვუთვლი!" ტელეფონი გამოვართვი და მაგრად ჩავეხუტე, სანამ წრუწუნასავით გავირბენდი.
ოთახში ავირბინე სატენის ასაღებად და ელვის სისწრაფით შევაერთე ტელეფონი. გამეღიმა, როცა ეკრანზე შუქი შევნიშნე. ცერა თითი გადავუსვი და პაროლი ჩავწერე.
მაგრამ თითმა მოძრაობა შეწყვიტა, როცა აღელვება უცბად ნერვიულობაში გადაიზარდა.
ღრმად დავიწყე სუნთქვა, გალერეაში შევედი.
ბოლო ორი კვირის მანძილძე გადაღებული სურათები გამოჩნდა ეკრანზე.
ჩემი და პაკ ჯიმინის სურათები.
მიუხედავად იმისა, რომ უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველაფერი მართლაც მოხდა და ჯიმინის ნათქვამს ვენდობოდი, ყველაფერი მაინც სიზმარს ჰგავდა. ღრუბლებში დავფრინავდი და მჯეროდა, რომ ჯიმინთან ერთად გატარებული ბოლო ორი კვირა არარეალური იყო.
YOU ARE READING
Colors | ქართულად. ✓
Fanfiction❝მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის თვალი 7 მილიონ ფერს აღიქვამს და გაქვს 48 ფერის ფანქარი, რომელთა გამოყენებაც შეგიძლია, რატომ ხმარობ მხოლოდ შავს, თეთრსა და წითელს?❞ ქვემოთ დავიხედე და ვეცადე პასუხი მომეფიქრებინა. არ ვიცი, შესაძლოა იმიტომ, რომ შავი...