დღეები გადიოდა. უმეტესი ნაწილი ოთახში ჩაკეტილმა გავატარე. უარს ვამბობდი ოჯახის წევრების გარდა სხვების ნახვასა და სკოლაში წასვლაზე. მიუხედავად ამისა, მე ჩემით ვმეცადინეობდი და სკოლის დავალებებს სახლში ვასრულებდი. არ ჰქონდა მნიშვნელობა, თუ შინაგანად რამდენად გატეხილი და მკვდარი ვიყავი, არ მინდოდა მშობლების მცდელობა იმაში, რომ მე განათლება მიმეღო, წყალში ჩამეყარა. სახლში დარჩენა ჩემებური ბოიკოტის გამოცხადება იყო ცხოვრების მიმართ. უბრალოდ ვერ მივიღებდი იმ ფაქტს, რომ სამყარო ჩვეულებრივსამებრ განაგრძობდა არსებობას ჯიმინის გარეშე.
ვეცადე დახატვას, თუმცა მხოლოდ ცარიელ სახატავ ტილოს მივჩერებოდი.
მე ფხიზელ მდგომარეობაში მართლა შევწყვიტე ტირილი, თუმცაღა ყოველ ღამე ჯიმინი მესიზმრებოდა და ძილში ვტიროდი. გადავწყვიტე უკეთესი იყო არ მეძინა, ვიდრე იგი გამხსენებოდა, მაგრამ დღეში მხოლოდ ორი საათიდან სამ საათამდე ძილმა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასუსტა. დედაჩემი ამან აანერვიულა. მე, რა თქმა უნდა, მას ვერ ვეტყოდი, რომ საკუთარ თავს ტკივილს ჩემივე გადაწყვეტილებით ვაყენებდი. ამის მაგივრად ვუთხარი, რომ ვერ ვიძინებდი, შედეგად მან კი ექიმის შესახვედრად წამიყვანა. ექიმმა საძილე მომცა წამლებით სავსე ფლაკონი , რომლისთვისაც ხელიც არ მიხლია, რადგან ვიცოდი, როგორ დამეძინა, უბრალოდ არ მინდოდა.
საკმაოდ ბევრმა სკოლის მეგობარმა მომწერა, თუმცა არ ვიცოდი ეს იმის საჩვენებლად იყო, რომ ისინი ზრუნავდნენ, თუ უბრალოდ მართლა ადარდებდათ. არასდროს გამიცია მათთვის პასუხი. შიგადაშიგ ჯინიც მირეკავდა. მაგრამ მის ზარსაც არ ვპასუხობდი. ტელეფონი აჩვენებდა ბოლო დანარეკს, რომელიც "სულელ დინოზავრთან" მქონდა 20 მარტს, თორმეტის ოთხ წუთზე.
სულელი პაკ ჯიმინი. ამბობდა, რომ 20 მარტს ჩაინიშნავდა დღედ, როცა მე პაემანზე წავედი და შემდეგ მე ჩამანიშნინა 20 მარტი დღედ, როცა იგი დავკარგე.
YOU ARE READING
Colors | ქართულად. ✓
Fanfic❝მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის თვალი 7 მილიონ ფერს აღიქვამს და გაქვს 48 ფერის ფანქარი, რომელთა გამოყენებაც შეგიძლია, რატომ ხმარობ მხოლოდ შავს, თეთრსა და წითელს?❞ ქვემოთ დავიხედე და ვეცადე პასუხი მომეფიქრებინა. არ ვიცი, შესაძლოა იმიტომ, რომ შავი...