"მაგრამ როგორც ჩანს ჩემზე მეტად სხვა ადამიანი უფრო მოგწონს."
უცბად გავშტერდი და ბევრი კითხვა გამიჩნდა.
"რას გულისხმობ?"
განწყობა განმუხტა ლაპარაკის მანერის შეცვლის. "შენით როგორ ვერ აანალიზებ. შენ პაკ ჯიმინი გიყვარს."
"რა– პაკ ჯიმინი?" წარბები შევკარი. ვერ მივხვდი, რას ამბობდა.
"კი." მის ღიმილში ტკივილი იგრძნობოდა.
"ნუ ხუმრობ, ჯონგუკ. არაა სასაცილო."
მან გაიღიმა და გააგრძელა. "შენით ცადე დაფიქრდე. მიუხედავად იმისა, რომ მე ახლა შენს გვერდით ვარ, დარწმუნებული ვარ პაკ ჯიმინის სახელი შენს გონებაში ათჯერ მაინც ამოტივტივდა."
ეს ტყუილი არ იყო. ალბათ, იმიტომ, რომ მასთან ერთად მთელ დღეებს ვატარებ.
არა?
"შენი თვალები ბრწყინავს მასზე ლაპარაკისას."
ჩემს თვალებს მე ვერ ვხედავ და ეს თუ სიმართლეა, წარმომიდგენია, როგორი არაკომფორტული იქნებოდა ჯონგუკისთვის.
"და ალბათ, უკვე მისთვის ყველაფრის მოყოლა გინდა, თუ რაც მოხდა დღეს." დაასრულა თეორიები, რომლებიც საკმაოდ მართებული იყო.
გონება გამეხსნა და დავფიქრდი ნუთუ სიმართლე იყო. თავი დამნაშავედ ვიგრძენი და ქვემოთ დავიხედე. ყველაფრის უარყოფა მინდოდა, მაგრამ დარწმუნებული არ ვიყავი.
არ მომწონს პაკ ჯიმინი.
მომწონს პაკ ჯიმინი?
"თავი ცუდად არ უნდა იგრძნო, ჩვენს გრძნობებს ვერ გააკონტროლებ." მარჯვენა ხელი თავზე გადამისვა. მე მიწას ვაშტერდებოდი.
"თავს ნუ დაიდეპრესიულებ. იცი? ყოველთვის ველოდი ასეთ დასასრულს.."
ავხედე, "რა? რატომ?"
"დამამთავრებელი სკოლის პირველი დღიდან ყველა, ჩემ ჩათვლით, ფიქრობდა, რომ თქვენ ერთად იყავით. ბანთანის ჩამოყალიბებისა და ჯიმინთან დაახლოების შემდეგ გავიგე, რომ თქვენ მხოლოდ საუკეთესო მეგობრები იყავით."
YOU ARE READING
Colors | ქართულად. ✓
Fanfiction❝მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის თვალი 7 მილიონ ფერს აღიქვამს და გაქვს 48 ფერის ფანქარი, რომელთა გამოყენებაც შეგიძლია, რატომ ხმარობ მხოლოდ შავს, თეთრსა და წითელს?❞ ქვემოთ დავიხედე და ვეცადე პასუხი მომეფიქრებინა. არ ვიცი, შესაძლოა იმიტომ, რომ შავი...