ხმამაღლა გამეცინა, როცა ჯისანმა გადაწყვიტა ზედ ჯიმინზე გაზებზე გასვლა.
"მადლობა, პაკ ჯისან!" ჯიმინმა თქვა.
"რისთვის, ჰიონ?" უპასუხა ჯისანმა.
"შენი ჰიონის ღირსების ნაწილებად დამსხვრევისთის!" ჯიმინი სწრაფად გამოძრავდა და ჯისანს თავსა და კისერში ხელები ჩასჭიდა.
"ეჰ, ეს ბავშიი,ეჰ-"
"ბავშვებო!" მისის პარკი მოულოდნელად გამოჩნდა კარებში.
"ვთქვი, რომ შეგეძლოთ თამაში მხოლოდ ჯინჰესთან! ახლა თქვენ მის აქ ყოფნას იყენებთ და თქვენთვის ერთობით?" ვაჟებს მიახლოვდა და ყურებში მოჰკიდა ხელები.
"ოხ, ეს პატარა უნამოსოები, რატომ აიგნორებთ საბრალო გოგონას?"
"აჰ! დედა მტკივნეულია!" ჯიმინმა დაიწუწუნა.
"არაუშავს, დეიდა. სახალისოა მათი ყურება," ჩემ წინ გაშლილ სცენის ყურებისას გამეცინა.
"ჯისან-ა, ჯინჰე ნუნას შენი ჯოისტიკი ათხოვე!"
"აჰ, კარგი, დედა, ნაცვლად ოთახში წავალ და რობოტებს ავაწყობ." ჯისანმა ჯოისტიკი მომაწონდა და ჯიმინის ოთახი დატოვა.
"მითხარი, თუ რამე ცუდს გააკეთებს, კარგი, რძალო?" მისის პაკმა გაიღიმა.
"სერიოზულად, დედა? თუ ასე იქნები, არ მოვიყვან ცოლად!" ჯიმინმა წარბები შეკრა და დაიჯღანა.
ალბათ, სასაცილოდ გამოვიყურებოდი, რადგან გავიცინე, მიუხედავად იმისა, რომ მისი სიტყვების შედეგად მუცელში პეპლები თავდაყირა დადგნენ.
"მაშინ ჯისანი მოიყვანს," მისის პაკმა უპასუხა და წავიდა, ჯიმინის ოთახის კარები გამოიკეტა.
"რა?!" ჯიინს თვალები გაუფართოვდა და გასწორდა.
"დედააა~~" ჯისანის წუწუნის მოგუდული ხმა გაისმოდა მისი ოთახიდან.
"ჰეი, დაივიწყე ეს პაკ ჯისან! ჰიონი ამას არ დაუშვებს, გაიგე?" ჯიმინმა დაიყვირა, აშტერდებოდა კედელს, რომელიც ჯისანის ოთახს ყოფდა.
YOU ARE READING
Colors | ქართულად. ✓
Fanfic❝მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის თვალი 7 მილიონ ფერს აღიქვამს და გაქვს 48 ფერის ფანქარი, რომელთა გამოყენებაც შეგიძლია, რატომ ხმარობ მხოლოდ შავს, თეთრსა და წითელს?❞ ქვემოთ დავიხედე და ვეცადე პასუხი მომეფიქრებინა. არ ვიცი, შესაძლოა იმიტომ, რომ შავი...