„ჰეი.... ეს უშნო ნახატია." კონკრეტულმა ვიღაცამ სიცილის დროს თქვა, მისი ღიმილი და ნახევარმთვარისებრი თვალები ზედმეტად ნაცნობი იყო.გავშეშდი, როდესაც ხმის პატრონის სახე შევნიშნე. გული დამიმძიმდა, ოდნავ გაღებული ტუჩის ბაგეები ამითრთოლდა. ორივე თვალი გამიცხელდა და ვგრძნობდი ცრემლებს, რომლებიც მხედველობას მიბურავდა.
„საწყენად ნუ მიიღებ, ჯინჰე–ა," მკვლავები აწია კრიმინალივით, რომელიც პოლიციელებს ნებდებოდა. ის მომენტი, როდესაც მისი დაძახებული ჩემი სახელი გავიგონე, გაავანალიზე, რომ ეს ყველაფერი რეალობა იყო. გამიჭირდა ჩემი თავის სკამიდან წამოყენება, სხეული თითქოს პარალიზებული მქონდა, მაგრამ ადგომა მოვახერხე და მისკენ მივედი.
„ჯ–ჯიმინი..."
ენა დამება, სანამ მუხლებზე ჩავიკეცებოდი და მას გულში ჩავიკრავდი. მენატრებოდა. იმდენად მენატრებოდა, რომ ყოველდღე ვკვდებოდი. დავძლიე დაუოკებელი სურვილი იმისა, რომ მეტირა და მექვითინა, თავი მის მკერდში ჩავრგე. მე მას მხოლოდ მჭიდროდ ვეხუტებოდი და სხვა ვერაფრის გაკეთებასა და თქმას ვბედავდი. მეშინოდა, რომ ჰაერში აორთქლდებოდა, მეშინოდა, რომ ის უბრალოდ ჩემი წარმოსახვის ნაწილი იქნებოდა. მაგრამ ჩემს სახესთან მისი სითბო და ახალი უნიფორმის სურნელი იმდენად რეალური იყო, არ შეიძლებოდა ეს სინამდვილე არ ყოფილიყო.
„ჰეი, ვიცი, რომ ძალიან მოგწონვარ, მაგრამ ეს ცოტათი ზედმეტი ხო არ არის?"
მან ეს თქვა, თუმცაღა მისი ქმედება განსხვავებული იყო, როცა სხეული მოატრიალა და მეც ჩამიხუტა. ნელი მოძრაობით განმეორებით მეფერებოდა თმაზე.ჩავისუნთქე მისი სურნელი, რომელიც ასე ძლიერ მენატრებოდა და მის თბილ ჩახუტებასა და მოფერებაში თავი კომფორტულად ვიგრძენი. მე ჩუმად ვიყავი და დიდიხნის განმავლობაში მეჭირა იგი. მინდოდა სამუდამოდ დავრჩენილიყავი ამ მდგომარეობაში, მაგრამ ჩემს გონებაში უამრავი სათქმელი კითხვა და სიტყვა ტრიალებდა. მეშინოდა, რომ თუ დავაყოვნებდი, ჩემს შანსს ისევ გამოვტოვებდი. იმ ღამის მსგავსად.
YOU ARE READING
Colors | ქართულად. ✓
Fanfiction❝მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის თვალი 7 მილიონ ფერს აღიქვამს და გაქვს 48 ფერის ფანქარი, რომელთა გამოყენებაც შეგიძლია, რატომ ხმარობ მხოლოდ შავს, თეთრსა და წითელს?❞ ქვემოთ დავიხედე და ვეცადე პასუხი მომეფიქრებინა. არ ვიცი, შესაძლოა იმიტომ, რომ შავი...