05.

652 78 6
                                    


ხუთშაბათი, 13 თებერვალი.

კიდევ ერთი მზის ამოსვლა და უკვე ვალენტინობის დღე იქნება.

ან სხვა ენაზე, რომ ვთქვა ეს ის დღეა, რომლისთვისაც ფულის დაზოგვა მიწევს, რადგან სხვებს ნამცხვრები გადავცე.

"გეუბნები, ეს არ გამოვა". ამბობს ჯიმინი, როდესაც სკოლის დერეფანში მივსეირნობდით და სკოლის ჭიშკრისაკენ მივდიოდით.

"მაშინ შენი აზრით რა უნდა გავაკეთო?" ამოვისუნთქე, "არ მაქვს იმის გამბედაობა, რომ მას პირადად გადავცე ტკბილეულობა."

გადაწყვეტილი მქონდა, რომ ჩემი გაკეთებული ნამცხვრები ზრდილობის გამო კლასის ყველა ბიჭისთვის გადამეცა, იდეა, რომელსაც ჯიმინი ეწინააღმდეგებოდა. სიმართლე, რომ ვთქვა ამისი მიზეზი ის იყო, რომ არ მქონდა საკმარისი გამბედაობა ჯონგუკისთვის გადამეცა პირადად. იმას ვგულისხმობ, რომ ეს იგივეა, რაც პირდაპირ სიყვარულში გამოტყდომა, არა?

მაგრამ ჯიმინი ცდილობდა ჩემს გადარწმუნებას იმაში, რომ ტკბილეულობის ყველასთვის მიცემა არ იყო იმაზე უკეთესი, ვიდრე საერთოდ მისი უსაჩუქროდ დატოვება. მაგრამ ტვინში უკვე ყველაფერი ჩაბეჭდილი მქონდა, არ ვაპირებდი ჩემი გრძნობების გამოვლენას ჯონგუკისთვის.

მე უბრალოდ არ შემიძლია.

ის იმ ტკბილეულობას მაინც მიიღებს, რომელიც მთელი გულით გავაკეთე.

"კარგი, მაშინ ნამცხვრებზე რას იტყვი, მოამზადე უკვე?"

"არა."

"ჯანდაბა, ჯინჰე, შენ არაფერი გეშველება."

მისმა წინადადებამ გამაცინა.

"ჰეი, მე შენ დაგეხმარები. ახლა შენთან ერთად წამოვალ სახლში." მან განაცხადა "პირველ რიგში, ინგრედიენტები უნდა ვიყიდოთ."

მაჯის საათზე დავხედე და მივხვდი, რომ 15:11 იყო, ჩვენ უკვე სკოლის ჭიშკრის გარეთ ვიდექით.

Colors | ქართულად. ✓Where stories live. Discover now