🌸1

2.4K 115 15
                                    

( სანამ წაიკითხავთ  ამის პირველი ნაწილი უნდა წაიკითხოთ " unforgettable " მადლობა 💕)

გათენდა .... არაფერი იცვლება გარდა ერთი რამისა დრო .
წამები წუთებს მიჰყვება , წუთები საათებს , საათები დღეებს.... და აი ასე მოვედით აქამდე ....

უკვე ორი კვირაა კომაშია , არც კი ინძრევა , თქვენ არ იცით როგორ მომენატრა მისი შეხება , სურნელი , მისი თითოეული კოცნა , რას არ მივცემდი ახლა ჩემთან რომ იყოს ...

მიყვარს , და ყოველთვის მიყვარდა ... და მეყვარება კიდევაც .. ის იქნება ჩემი ერთადერთი დაუვიწყარი სიყვარული ....

ეხლაც უხალისოდ წამოვდექი საწოლიდან , პირველი რაც მომხვდა ხელში ჩავიცვი , პატარა ჩანთა ავიღესადაც სიგარეტი და საფულე ჩავდე ...
მერე კი დაბლა ჩავედი , ნაილიც დაბლა იყო , ამ ბოლო დროს ყველა განადგურებულია ....

სალო ამერიკაში წავიდა სწავლის გასაგრძელებლად , არ უნდოდა წასვლა მაგრამ ძალით გავაგდეთ , არ არის აუცილებელი აქ იყოს .
და მანაც დაინგრიოს მომავალი როგორც მე ...

მე და ნაილი ერთად გავედით სახლიდან ,ჩანთიდან ერთი ღერის სიგარეტი ამოვიღე და მოვუკიდე , ნაილმა როგორც კი დამინახა მშინვე გამაგდებინა ხელიდან .

-ნია საერთოდ აზროვნებ რას აკეთებ ?
-არა ნაილ
-ისედაც ჯამრთელობასთაბ პრობლემები გაქვს ! და შენ მოწევა დაიწყე ?
-ნაილ ვიცი , მაგრამ რა ვქნა .
-რა უნდა ქნა და გადაგდო ეს დედაფეთქებული სიგარეტი და მიხედო ჯამრთელობას ...

აღარაფერი მიპასუხია , მასაც არ ამოუღია ხმა ...

გუშინ გავიგე რომ ორსულად ვარ , ისიც თავბრუ დამეხვა , და გულის რევის შეგრძნება მქონდა და მაგით მივხვდი . ტესტი ჯერ არ გამიკეთებია .

მეშინია ...
რის ? პასუხის მეშინია ...
რომ დადებითი იქნება ...
განა არ მინდა ბავშვი რა სისულელეა , უბრალოდ არ მინდა მარტო გაიზარდოს , უმამოდ.

After Unforgettable  ✅Where stories live. Discover now