თავი 6.

3K 158 32
                                    

სრულიად სველი იდგა ავტობუსის გაჩერებაზე და თან ბუზღუნებდა.
ისედაც ქერა, კულულა თმა აწეწოდა და დასველებოდა.
ტანზე თხელი შარვალი შემოკროდა და უფრო აციებდა.
უკვე ცხრა საათი იყო და ჩამობნელებულ ქუჩებში უფრო და უფრო იმატებდა სიშავე.
დეამ ნერვიულად დაიწყო თვალების ცეცება და ტუჩი მოიკვნიტა.
მერაბს შეპირდა, რომ სახლში 9 საათზე იქნებოდა.
ახლა რომ მისთვის დაერეკა 1 თვიან სასჯელს აირტყამდა.
თავს იკავებდა და არ იცოდა რა ექნა.
ბოლოს თავის სიამაყეს გადააბიჯა და ტელეფონი ამოიღო.

"გისმენ ფისუნია"-გაისმა სანდროს მხიარული ხმა.

"სანდრო,როგორ ხარ?"

"რავი კარგად. შენ?
რა ხდება, აპოკალიფსი ხომ არ იწყება და მაგიტომ მირეკავ?"

დეამ თვალები აატრიალა.

"არა,მინდა რაღაც გთხოვო"

"გისმენ ლამასო"

"შეგიძლია მომაკითხო?
უნივერსიტეტის წინ ვდგავარ"

"მანდ რა გინდა?"

"მეცადინეობა მქონდა და დამიგვიანდა.
ავტობუსმა გამომასწრო"

"მოვდივარ"

დეას სხეულში სითბომ დაუარა და გაეღიმა.
ტელეფონი ყურიდან მოიშორა და დიდი მონდომებით დაიწყო ლოდინი.
მალევე მის წინ მანქანა გაჩერდა და მასაც ყურებამდე გაეღიმა.
მანქანაში სწაფად ჩაჯდა და სითბო მაშინვე შემოეკრა მის სხეულს.
სანდროს გახედა და გაუღიმა.
მერე მისკენ ნელა დაიხარა და ლოყაზე აკოცა.
წამით სანდრომ თვალები დახუჭა, მაგრამ შემდეგ მანაც მიაწეპა ტუჩები დეას ლოყას.

"მადლობა, რომ მომაკითხე"

სანდრომ თავი დაუქნია და გზას გაუყვა.
დეა მთელი გზა ჩუმად იყო და თავის ბეჭედს აწვალებდა.
სანდროც დაძაბული იჯდა საჭესთან და დროგამოშვებით დეას უღიმოდა.
როგორც იქნა მიაღწიეს სახლამდეც და სიჩუმე ჩამოწვა.
სანდრო წინ იყურებოდა და როცა დეამ გაანალიზა, რომ არაფრის თქმას აღარ აპირებდა, მისკენ დაიხარა.
პირი ოდნავ გააღო რომ მის ლოყებს შეხებოდა და ამ დროს სანდროც მობრუნდა.
მათი ბაგეები ერთმანეთს მიეწეპნენ და ერთმანეთს ისევლე სწრაფად მოშორდნენ.
სანდროს თვალები გაუფართოვდა.
დეა ღრმად სუნთქავდა და მანქანის კარებს მიკროდა.
სანდრომ მისკენ ხელი წაიღო და რაღაცის თქმა დააპირა, როცა დეა მანქანიდან სწრაფად გადახტა და შავ შესასვლელში გაუჩინარდა.
კიბეები სწრაფად აირბინა და კარებზე ზარი დარეკა.

ალუბლის ტუჩებიWhere stories live. Discover now