ეკრანს მიშტერებული ოჯახი, ერთი ჩვეულებრივი ადამიანებისაგან შედგებოდა.
უბრალოდ ამ ადამიანებს სხვადასხვა ემოციები გააჩნდათ...
სხვადასხვა ფიქრები...
სხვადასხვა მიმართულების სიყვარული...
მათ სახეებს რომ დაკვირვებოდით, ოღონდ ისე რომ არ შეემჩნიეთ, ყველას გრძნობას, ტკივილს, დარდს ამოიკითხავდით.კესანეც თავის ოჯახთან ერთად უყურებდა ტელევიზორს.
მამისი, ლევანიც ამრეზით შესცქეროდა ეკრანს და თავისთვის ბუტბუტებდა ამ თურქებს რა გაყურებინებთო.
კესანეს ბებია, ნელიც მიუგებდა, ამ ერთ სერიალს ვუყურებ და შემარგეო.
კესანეს დედა, ნინო დაღლილი გავიდოდა თავის საძინებელში და იქ პოულობდა სიმშვიდეს.კესანე კი მიშტერებოდა ტელევიზორის ეკრანს, მაგრამ ფიქრებით იმ აივანზე იდგა, სადაც ბათუმ მას მხურვალედ შემოხვია თავისი მკლავები.
გაურკვეველი ფიქრებით იყო შებყრობილი და სულ მოდუნებული სხეული, უფრო მოდუნებული ჰქონდა.
როცა დაკეტილ კარზე დააკაკუნეს, სიზარმაცით მოაშორა თვალები ტელევიზორს და კარი გააღო."მერაბ?"-თვალები გაუნათდა და ჩაეხუტა.
"ჰო ჰო მერაბი ვარ.
შემიშვი ახლა ჩემს ბიძაშვილთან"-ჩაიხითხითა და კესანეს თმა მოწიწკნა.ლევანი და მერაბი მათთვის საინტერესო და კესანესთვის უინტერესო თემებზე საუბრობდნენ.
კესანე თავის ტელეფონში იყო ჩამძვრალი და ინსტაგრამს სქროლავდა.
მერე რაღაც ნაცნობი შენიშნა.
რაღაც ისეთი ნაცნობი, რამაც სრულიად დააბინია.
ნამდვილად არ ეგონა თუ ბათუს ინსტაგრამი ექნებოდა.
მაგრამ აზრი?
არც ფოტო.
არც რაიმე პოსტი.
სრულიად ცარიელი.
კესანეს არ გაკვირვებია.
მომხიბვლელი ბათუ მხოლოდ 20 ადამიანს აფოლოვებდა.
ანდრიას.
სანდროს.
მერაბს.
დეას.
რეზის.
ტასოს.
დანრჩენი ადამიანები კესანეთვის უცნობები იყვნენ, უცხოელებიც.კესანემ წარბები რაც შეიძლება მაღლა აქაჩა და ბევრი ფიქრის შემდეგ ბათუ დააფოლოვა.
ახლა ბათუ მის ფოტოებს ნახავდა, რომელიც კესანეს მრავლად ჰქონდა.
სუნთქვა შეკრულმა გადადო ტელეფონი და მაშინ დაცქიფა ყურები, როცა მერაბის ნათქვამი "გისმენ ბათუ" გაიგონა.