თავი 4.

3.2K 170 47
                                    

ღამის 12 საათი იყო, როცა მერაბმა დეას და ტასოს დაძინება ურჩია.
მთელი საღამო საუბარში და მუსიკის მოსმენაში გაატარეს.
ოთახში, სადაც მხოლოდ ერთი სანათის შუქი ჟუჟუნებდა.
სადაც ყავის და ჩაის სურნელი ტრიალებდა.
და რა თქმა უნდა იმ სასმლის, რომელსაც მერაბი ხშირად ეტანებოდა.
დიდი ხვეწნის მიუხედავად, მერაბი არასდროს ითვალისწინებდა თავისი პატარა მეგობრების თხოვნას და ალკოჰოლს თავის ორგანაზიმში ყოველდღე უშვებდა.

"ჯობია დაიძინოთ"-თვალი შეავლო მერაბმა ტასოს და დეას.

"კარგი რა.
ჩვენ ხომ ახლა დავიწყეთ საუბარი?"-დაიწუწუნა ტასომ.

"ოოო ხომ იცი ეს რომ იტყვის მერე სხვა აზრზე არ გადავა.
წამო შერლოკს ვუყუროთ"-თქვა დეამ და მერაბს ლოყაზე აკოცა.

"ტკბილი ძილი"-თქვა ტასომ და მერაბს მეორე ლოყაზე აკოცა.

კაცს ჩაეღიმა და ბნელ ოთახში მარტო დარჩა.
ერთხელ ამოიხვნეშა და მაგიდაზე მყოფი წიგნი გადაშალა.

"აუ გოგო ძაან მცივა"-მიეკრო ტასო დეას.

"ოჰ გენაცვალე ისე თხლად გაცვია მთელი დღე"-ამოიბუზღუნა დეამ.

"რა სანდროსავით დაიწყე ლაპარაკი"

"მაგ ვირთხას ნუ მიხსენებ"-ამოიფრუტუნა დეამ.

"ოჰ კაი ერთი.
ორივე ვირთხები ხართ და ერთმანეთს ჭამთ.
საყვარელი ვირთხები"-ჩაიცინა ტასომ.

"ჰა, გავიცინო?"

ტასომ თვალები გადაატრიალა და დეას თავი მხარზე დაადო.

"აუ გეხვეწები ფიუდის ახალი ვიდეო დაიდო და ჯერ იმას ვუყუროთ რა"-თქვა დეამ.

"აუ ახლა კესანე რომ აქ ყოფილიყო მოკვდებოდა წუწუნში"-გაიცინა ტასომ.

"და მერე ყველაზე ბევრს მან იცინის"-თვალები აატრიალა დეამ.

"Big brainnnn"

"კაი არ გამოგივიდა, მაგრამ გავატაროთ.
როგორმე გაპატიებს ფელიქსი"-დასცინა დეამ ტასოს.

ალუბლის ტუჩებიOù les histoires vivent. Découvrez maintenant