თავი 31.

2.3K 137 100
                                    

დიადი ზამთარი მალევე
ჩამოწვა აჭარის მთებზე.
გაადაფინა თეთრი საფარველი.
მასაც მეტი რაღა ექნა
და ფანტელებს ნელ-ნელა ზღვისკენ
მოაქანებდა.
შხაპუნა და გაუსაძლის წვიმაში უკვე შეამჩნევდით თოვლის ფიფქებს,რომლებიც აქა-იქ გამორეოდნენ.
დღეები შემცირდა.
ღამეები გაიზარდა.
მზე თითქმის აღარ ჩნდებოდა.
სუსხი კი ქალაქის ქუჩებს მოსვენებას არ აძლევდა.
წყალი გაცივდა,
გასხვაფერდა...
ფერი იცვალა.
ხანდახან ნაცრისფერიც კი იყო.
ტალღები გაბოროტდნენ.
გახევდნენ.
ძლიერად ეხეთქებოდნენ ნაპირს.
ხეებს ფოთლები დასცვივდათ.
სულ უტიფრად გაშიშვლდნენ.
ქუჩები მუდმივად სველი იყო.
ცა კი მუდმივად ნაცრისფერი.

ცხოვება ისევ ისეთი ერთფეროვანი დარჩა.
ერთი აკადემიისკენ მიიჩქაროდა,
დანარჩენები კი წიგნებით ხელში დარბოდნენ აქა-იქ.
სიცივისგან ცხვირები ჰქონდათ აწითლებული.
ზაფხულში მიღებული მუქი ფერი დაეკარგათ და ისევ გაუფერმკრთალდათ.
გადაიღალნენ.
ხანდახან მოიცლიდნენ და თბილ კაფეში ერთმანეთს ყავაზე ან უმეტესად ჩაიზე ეპატიჟებოდნენ.
ეს ალბათ მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდებოდა,თუ რომანტიკულ ხასიათზე იყვნენ.
და თუ არა, მაგდონალდსის რიგებს იკავებდნდნენ ყოველ კვირას.
ერთად დასხდებოდნენ და თავს ცოტა განტვირთვის უფლებას აძლევდნენ.
ერთმანეთს თვალებში ისე შესციცინებდნენ, თითქოს მათ გარდა არავინ არ ჰყავდათ, თითქოს სხვა არავინ არსებობდა.
ისეთი სიყვარულის თვალებით უყურებდნენ ერთმანეთს, მეც კი მშურდა მათი.

დეკემბერი კესოსი და სანდროს იყო.
რატომ?
დეკემბრის ადამიანები იყვნენ.
ერთს 15 დეკემბერს ჰქონდა დაბადების დღე, მეორეს კი 16 დეკემბერს.
ხან ერთ დღეს იხდიდნენ ერთად დაბადების დღეს, ხან მეორე დღეს.
ისეთი სახალისო იყო ეს რიცხვები, რომ არავის არ შეეძლო რაიმე სახალი მოგონება არ დარჩენოდა ამ დღეებში.
გასულ წელს ამ დღეს ატანდნენ და სრულიად თავისუფლად გრძნობდნენ თავს.
მათ კი არ იცოდნენ რატომ.
წლის დასასრულს ჰგავდა ეს დღეები.
სანდროს ძალიან უყვარდა ეს დღე.
არ იცოდა რატომ, მაგრამ ისე უყვარდა არადროს აპირებდა მის გამოტოვებას.
თითქოს ტრადიციად იქცა მისი და კესანეს ეს დღეები.
მაგრამ, ყოველ წელს უწევდათ კესანეს წინ მუხლებზე დაჩოქვა.
რატომ?
ქალბატონს სანდროსგან განსხვავებით არ უყვარდა თავისი და არც სხვისი დაბადების დღე.
მოკლედ, წელსაც დიდი გაჭირვებით დაითანხმეს დეპრესიაში მყოფი ბათუს ყვავილი და მისი ხასიათზე მოყვანა სცადეს.

ალუბლის ტუჩებიOnde histórias criam vida. Descubra agora