თავი 7.

2.8K 148 16
                                    

ტირილით ეღვიძება.
პატარა სანათის ლურჯ სინათლეზეა მიშტერებული და თან ტირის.
ლოყები დასველებული ჰქონდა და თვალები დახუჭული.
ქერა ხვეულები აბურდული ჰქონდა და გასწორებაზე არც ფიქრობდა.
მისი ეს ყველა არეული გრძნობა ახრჩობდა.
გულს ტკენდა.
აწამებდა.
მასთან გატარებული ყოველი წუთი ახსენდებოდა.
ტელეფონს სწრაფად დასწვდა და ტასოს დაურეკა.

"ტასუნა..."-ამოიტირა.

"ჯანდაბა, კესანე რა გჭირს"

"ძალიან ცუდად ვარ ტასო.
აღარ შემიძლია გესმის?"

"რა ჯანდაბა დაგემართა.
შეგხვდა სადმე?
რამე გითხრა?
რამე დაგიშავა?"

"არა..."-ამოიტირა ისევ.

"საყვარელო, რა დაგემართა?"-ნაღვლიანად კითხა.

"ჩამეძინა და დამესიზმრა"-ამოისუნთქა და ცრემლები შეიმშრალა.

"ცუდი სიზმარი იყო?"

"კიბეებზე ვიჯექი და ვტიროდი.
ის კი მოვიდა და ჩამეხუტა"

სიჩუმე ჩამოვარდა.
კესანე მის ფარდებს მიაშტერდა.

"რომელი საათია?"

"შუადღის 3 საათია ძვირფასო.
ამიტომაც მეგონა რომ სადმე შეგხვდა ის დამპალი.
მე დეასთან ვარ.
მოხვალ?"

"არ ვიცი, ვკითხავ ჩემებს.
შენ მანდ რატომ ხარ?"

"სახლში არ არიან ჩემები და დიდად არც ადარდებთ მე სად ვარ.
სკოლის მერე აქ მოვედი,მეთქი მეთერტმეტე კლასელის სტრესს მოვიხსნითქო,მაგრამ ბატონი რევაზი დამხვდა და მიშლის ახლა ნერვებს.
დეას კი სძინავს"

"ეგრე ნუ ამბობ ტასო"

"ბევრს ნულაპარაკობ შენ.
ჯობია მოხვიდე."

"კარგი წავედი მე, ვიკითხავ"

როცა მშობლებისგან დადებითი პასუხი მიიღო, თავისი ფარდების გაწევა სცადა, მაგრამ მზის სხივებს ისე შეუშინდა, როგორც ვამპირი.
სწრაფად მოემზადა და შავი ზურგჩანთა მოიკიდა.
ფეხით გაუყვა ბილიკს და მთავარ გზაზე გასვლისას შეამჩნია წითური თმა.
ხელში კალათბურთის ბურთი ეჭირა და იცინოდა.
ბიჭებს მოედანთან ესაუბრებოდა.
ნაცრისფერი ჟაკეტი ეცვა და შავი სპორტული შარვალი.
როცა მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა, კესანემ ნაბიჯს აუჩქარა და მოშორებით მდგარ ავტობუსის გაჩერებას შეავლო თვალი.

ალუბლის ტუჩებიWhere stories live. Discover now