ყველა აჟიტირებული იყო.
ყველა ნერვიულობდა.
ყველა გაფაციცებით იყურებოდა.
ყველა ნერვიულად იგრიხავდა თითებს.
ხან სად დადგებოდნენ და ხან რას მიადგებოდნენ.
ხანაც ჭიქა წყალს სწრაფად ჩაცლიდნენ და კონდინციონერთან ახლოს დადგებოდნენ.
მაგრამ მხოლოდ ერთი ფიგურა აკლდათ,რომელიც იგვიანებდა.კესანე სტუდიის დერეფანში იდგა და მასწავლებლის რჩევას ისმენდა.
უყვარდა ეს ქალი, მისი მხიარული ხასიათი და თბილი ღიმილი, მაგრამ ახლა ნამდვილად ეჩქარებოდა.
ქალს მომლოდინედ და მომთმენად უყურებდა და ფიქრობდა 'ჩქარა!ჩქარა გამიშვი!'."შეგიძლია წახვდე კესო"-უთხრა მასწავლებელმა.
"კარგი, მე წავალ.
ნახვამდის"-გაუღიმა და გათეთ გავიდა.მოტოციკლი და რეზი როცა შეამჩნია, გაეღიმა და მათკენ დაიძრა.
"რას იღრიჭები რა?
ჩქარა წამოდი, ყველა ბარშია და შენ გელოდება"-თვალები დაუბრიალა რეზიმ და ბარისკენ გაქანდნენ."როგორც იქნა მოვიდაა"-თვალები აატრიალა სანდრომ და კონდინციონერს მიუბრუნდა.
"როგორ ხარ ყვავილო?"-ბათუ ფეხზე წამოდგა და წელზე ხელი შემოხვია.
ნელა დაიხარა და ნაზად აკოცა კესოს."სულ წაიბილწა ეს ხალხი"-თქვა ანდრიამ და წვენი მოსვა.
ერთ მაგიდასთან შეკრებილი ხალხი, რეზის და კესოს ამხნევებდა.
ისინიც მაგიდის წინ იდგნენ და ნერვიულად იცინოდნენ.
მათთან ხანში შესული მამაკაცი მივიდა და მსუბუქად გაუღიმა.
რეზის მხარზე ხელი დაჰკრა და სცენისკენ ანიშნა."აბა წარმატებები"-შეჭაღარავებულმა გაიღიმა და მერაბის გვერდით დაიკავა ადგილი-"უცნაურად კარგი მეგობრები გყავს"
"კაი რა თუ ძმა ხარ.
არ გაიგონ რომ გიცნობ თორემ არ იცი რა დღეს დამაყრიან"-გაიღიმა მერაბმა და შორიდან შეავლო თვალი "მის ბავშვებსს"."მათთვის მამა ხარ მერაბ.
დამეფიცება ისინი საკუთარ სიცოცხლეზე მეტად გიყვარს"-გაუღიმა.