თავი 17.

2.8K 155 96
                                    

ამბობენ, რომ სიზმარი ადამიანის ქვეცნობიერიდან მოდის.
ის გესიზმრება რაზეც ოცნებობ,რაზეც ფიქრობ...
ან შეიძლება სულაც ის დაგესიზმროს, რაც უკვე გონებაში ღრმად გქონდა დამარხული და მის გამოჩენას არც კი ელოდი.
ზოგი სიზმარს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
არსებობენ ისეთებიც, რომლებიც სიზმარს საერთოდ არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებენ.
სწორედ ამ კატეგორიაში შედიოდა დეა.
ესიზმრებოდა მხოლოდ ისეთი სიზმრები, რომლებზეც ალბათ ფილმსაც კი გადაიღებდნენ.

მაგრამ ყველაფერი სხვანაირად შემობრუნდა.
მაისის პირველივე დღეს, დეას სანდრო ესიზმრა.
ისე ახლოს იყო მასთან, რომ სუნთქვაც კი უჭირდა.
ესიზმრა თუ როგორ შეახო ისევ მისი ტუჩები ქერას და მერე მის მოკლე თმაში აუხლართა თითები.
ისე ეფერებოდა...
მხოლოდ ეფერებოდა და მის თაფლისფერ თვალებს გამუდმებით აშტერდებოდა.

როცა გაიღვიძა 10 წუთი საწოლში გაატარა.
ფიქრობდა, რომ ეს სიზმარიც არაფრად უნდა ჩაეგდო და ეს უბრალოდ სიულელური წარმოსახვა იყო.
ეს სიტყვები რამდენჯერმე გაიმეორა, მაგრამ მთელი დღე ამაზე ფიქრობდა.
ყველგან.
ავტობუსშიც.
სკოლაშიც.
სახლშიც.

ცქმუტავდა ისე ელოდებოდა, როდის შემოაღებდა სანდრო კარებს, მაგრამ სანდრო დღეს არ მივიდოდა.
ბოლოს ტელეფონი ამოიღო და სანდროს შეტყობინებებს გადახედა.
მიზეზს ეძებდა, რომ მიეწერა, მაგრამ ვერაფერს ვერ პოულობდა და ბოლოს ნერვებმოშლილმა ტელეფონი საწოლზე დააგდო და ისიც წამოწვა.

"რა მჭირს!
რა ჯანდაბა მჭირს"

ასე გავიდა დრო და მალე საღამოს 6 საათიც შესრულდა.
დეამ საგრძნობლად მოიწყინა და ოთახიდან საერთოდ აღარ გავიდა.
მერაბმა შეამჩნია მისი ეს ცვლილება და წარბებშეჭმუხნული შევიდა დეას ოთახში.

"ქალბატონო, რა გჭირს?"

"მოვიწყინე"-ამოიბუტბუტა.

"ჰმმმმ... ეგ რაღაც ახალია"

"კარგი რა"

"გინდა ტასოსთან წავიდეთ?"

ალუბლის ტუჩებიWhere stories live. Discover now