"ახლავე დაბრუნდი!"-დაიყვირა ქალმა და თვალებიდან ნაპერწკლები გადმოყარა.
"არა და მორჩა!
შეიგნეთ ხალხო, შეიგნეთ"-დაიყვირა რეზიმაც და კარისკენ წავიდა."რეზი, ბოლოჯერ გაფრთხილებ.
თუ წახვალ ვერაფერს ვერ მიიღებ!"-გააფრთხილა ოთარმა, რეზის მამამ და ფეხზე წამოდგა."არ მინდა მაგის დედა შევეცი"-შეიგინა და სახლიდან მოკურცხლა.
თავის შავ მოტოციკლს მოახტა და გზას გაუდგა.თავისუფლების მოყვარულს, არ უყვარდა როცა ბოჭავდნენ.
არ უყვარდა ის ცხოვრება სადაც თვითონ არ იღებდა გადაწყვეტილებას და მისი ნებით არ ატარებდა დროს.
მას სჭირდებოდა სრული თავისუფლება და სიამოვნება.
უნდოდა მთელი დღეები ისე გაეტარებინა, რომ ყველაფერი მისთვის ღირებული და ფასეული ყოფილიყო.
ის ითხოვდა იმას, რაც მისთვის არ იყო განკუთვნილი, მაგრამ ყოველგვარი წინააღმდეგობისა და მშობლების მტკიცე უარის მიუხედავად,
რაც არუნდა არასწორი ყოფილიყო მისი გადაწყვეტილებები, ის მისი არჩეული გზიდან არასდროს უხვევდა.მოტოციკლი ორსართულიან სახლთან გააჩერა და ტელეფონი ამოიღო.
სანდროს ნომერი სწრაფად მოძებნა და ჩაფხუტი მოიძრო."გისმენ კუტუკვერცხო"
"შენც გაგიმარჯოს სანდრო"-გაეცინა რეზის.
"მშვიდობა გაქ?
რაღაც ვერახარ ხმაზე""აუ ბიჭო ერთი ღამით ვერ შემიფარებ?"
"შენებს ისევ ეჩხუბე?
ატრაკებ და გიხარია""მერაბასთან ვეღარ მივალ, მიტყდება უკვე იმ კაცთან"
"პფფფფ რას ამბობ.
სად ხარ, მოდი""შენი სახლის წინ ვარ"
"მერე რას ელოდები?"
"აუ გამო რა.
მიტყდება ესე შემოსვლა""ტყუილად კი არ გეძახი კუტუკვერცხს"-ამოიოხრა სანდრომ.
მალევე რეზის წინ მყოფი სახლის კარი გაიღო და სანდრო გამოვიდა.
ჭიშკარს მოუახლოვდა და რეზის შეხედა.