თავი 32

2.2K 129 136
                                    

იმ დღეს ძალიან ითოვა.
თოვლი მართლაც დიდი იყო და სულ დაფარა ქალაქის ცოდვილი
და წმინდა ქუჩები.
ყველას უხაროდა ამხელა თოვლის მოსვლა,
რადგან უკვე დიდი
ხანია ბათუმს
ასეთი დიდი თოვლი არ ღირსებია.
თოვლის ფანტელები გაუჩერებლივ მოძრაობდნენ ჰაერში და
ქალაქის მწვერვალებსა თუ დაბლობებს იპყრობდნენ.
ცა მეტად ნაცრისფერი და მოქუფრული იყო.
თითქოს შავმა გამონაბოლქვმა,ღრუბლებს სულ შეუცვალა თანდაყოლილი ქათქათა ფერი.
დილიდანვე გამოვიდნენ გახარებილი ბავშვები და მონატრებულ ფიფქებს დაუწყეს ფერება.
დიდებიც კი გახარებულები გამოცვივდნენ და რა თქმა უნდა უაზრო ფოტოების გადაღება დაიწყეს.
მეც ამ ქალაქის ქუჩებში მივაბიჯებდი და შეპარვით ვათვალიერებდი მათ ბედნიერ სახეებს.
რაღაც მაინც ვერ იყო რიგზე.
მაინც არ მომწონდა მათში რაღაც.
რაღაც ამოუცნობი.

დილით ტასოსა და რეზის ადრიანად გაეღვიძათ.
ჯერ კიდევ მაშინ, როცა ოთახში ოდნავი სიბნელე სუფევდა.
ნელა გაახილა თვალები და ოთახს შეხედა.
რამოდენიმე წამი უბრალოდ ოთახს უყურებდა, შემდეგ კი იმას დააკვირდა, რაზეც თავი და ხელი ედო.
თვალები გაუფართოვდა და სუნთქვა გაუხშირდა.
ნელა წამოიწია და როცა მის წელზე მოხვეული მკლავები იგრძნო გული აუჩქარდა.
რეზის დანახვისას თითქოს გულზე მოეშვაო, მაგრამ ისე ცუდად იგრძნო თავი, რომ თვალები აუცრემლიანდა.
ყველაფერი გაახსენდა.
აბსოლიტურად ყველაფერი.
ყელში მოწოწლილ ტკივილს ვეღარ გაუძლო და ცრემლები გადმოსცვივდა.
სუნთქვა ეკვრებოდა,ამიტომ ამოიქვითინა და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა.
რეზის მოშორდა და ცრემლები ხელის ზურგით მოიწმინდა.
ბიჭი შეიშმუშნა და თვალები ნელა გაახილა.
როცა საბანმიკრული ტასო დაინახა მის გვერდით, თვალები გაუფართოვდა და რამოდენიმეჯერ ქუთუთოები დააფახურა.

"ტასო..."-ჩახლეჩილი ხმა ჰქონდა.

წამოიწია და სუნთქვა გაუხშირდა როცა ტასოსა და მისი სხეულების სიშიშვლე შეამჩნია.
დაიბნა.
ძალიან დაიბნა.
თავიც საშინლად სტკიოდა.
ტასოს ცრემლების დანახვისას უფრო აერია გონება და მისკენ მიიწია.

ალუბლის ტუჩებიWhere stories live. Discover now