შუა ღამეს, მოგაკითხავს ისეთი ფიქრები, რომლებიც შეიძლება ან სიცოცხლეს განდომებენ ან პირიქით, სიცოცხლის უუნარობით გავსებენ.
ამ დროს რელობასა და ფანტაზიას შორის იჭედები.
ფიქრობ რომლისკენ გადადგა ნაბიჯი და ვერა და ვერ გადაგიწყვეტია.
რა თქმა უნდა ბოლოს, ფანტაზიის და წარმოსახვის სამყაროში შედგამ ფეხს.
რატომ?
იმიტომ, რომ იქ ყოფნა ბედნიერებას განიჭებს.
ხედავ იმას, რასაც მოისურვებ.
აკეთებ იმას რასაც გინდა.
ეხები იმას, ვისაც გინდა.
არადა ამობობენ, რომ ერთი დღე მეორეზე უკეთესია.
მაგრამ როცა ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავს, ადამიანები ვერ ვამჩნევთ ცხოვრების ხიბლსა და სილამაზეს.
ყოველი დღის საჩუქარს.
შუა ღამეს რა შეიძლება არ გაძინებდეს?
შიში?
სიყვარული?
ტკივილი?
ბედნიერება?
თითოეული ადამიანი ერთ-ერთით არის გავსილი და ფიქრებით ისე შემოათენდება, ვერც კი შეამჩნევს დროის სისწრაფეს.დეაც ამ ადამიანებს უერთდებოდა.
არ არსებობდა დღე, მას ადრე დაეძინა.
ყოველთვის შუა ღამის მთვარეს ელოდებოდა.
არა იმიტომ, რომ იგი უყვარდა.
უბრალოდ ხატავდა.
კითხულობდა.
ან უმეტეს შემთხვევაში ტელეფონით გაჰყავდა დრო.
ახლა სხვა შემთხვევა იყო.
არც ტელეფონს ეკარებოდა.
არც ფუნჯებს.
არც ფანქრებს.
მისი ასეთი მრავალფეროვანი და ფერადი სამყარო დაავიწყდა,თავიდან ამოუვარდა.
ცხოვრებას სხვა თვალით უყურებდა და ახლა ყველაფერი საპირისპიროდ შემოტრიალდა.დილის 9 საათი იყო უკვე, როცა სანდრო კარადაზე ჩამოკიდებულ ფორმას უმზერდა.
იჯდა საწოლზე და ამ ფორმას თვალს არ აშორებდა.
უნდოდა მისულიყო და დაეჭრა, დაეხია, დაეწვა.
ვერ იტანდა.
შიგნიდან ჭამდა.
სულს უწიოკებდა და ტვინიდან დეას სიტყვებს ვერ იგდებდა.
ფიქრობდა, მალე ალბათ ჭკუიდან შევიშლებიო.
ფეხზე წამოდგა და სამზარეულოში ჩაირბინა.
ყავის კეთების პროცესში იყო, როცა ნატომ შემოაბიჯა სამზარეულოში და მაგიდასთან დაჯდა.
კარი ჭრაჭუნით დაიხურა და მანამ სანამ მისი ხმა არ გაწყდა, არც ერთს ამოუღია ხმა.