თავი 30.

2.2K 146 47
                                    

წვიმიანი დღე იყო.
საშინლად წვიმდა.
გადაუღებელი ცრემლები ბათუმს მთელი სისწრაფით ეხეთქებოდა.
საწყალი ქალაქიც დიდი
გულით,მყარად იდგა ამ
ბოროტ წვიმაში.
არადროს ყოფილა წვიმა
ასეთი ცივი და უხეში.
წვიმა ასე სქტემბერს ემშვიდობებოდა?
თუ იმ გრძნობებსა და მოგონებებს,რომლებიც ამ
ზაფხულს ბათუმმა დააგროვა?
ბათუ ოთახის დიდ ფანჯარასთან,პუფზე იჯდა.
დუმილით გაჰყურებდა წვიმას და ტელეფონს ხელში ატრიალებდა.
რამდენჯერმე გახნა და დახედა მაგრამ არანაირი შეტყობინება.
არანაირი ზარი.
ყვავილის სახელს ვერსად ხედავდა.
ამოიოხრა და კართან მყოფ ჩანთებს გახედა.
სიბნელეში შავ კართან ცივად იდგნენ და ბიჭს მთელი სიბოროტით უმზერდნენ.
არანაირი შეწყალება.
არანაირი დანდობა.
მხოლოდ და მხოლოდ უსამართლო ცხოვრება.
უნდოდა ოთახში მყოფი ქეთისთვის და მერაბისთვის ყური დაეგდო,მაგრამ მათ წარმოთქმულ ვერც ერთ სიტყვას ვერ ისმენდა.
ფიზიკურად არ შეეძლო მათი მოსმენა.
თვალებს მათ მიაბყრობდა,მაგრამ გული და ყურები მას არ ემორჩილებოდნენ.
მხოლოდ ტკბილო ჩაესმოდა.
ნაზი,სუსტი ხმით.

კესანე აფორიაქებული იცვამდა ბათინკებს ფეხზე.
თასმები სწრაფად შეიკრა და
მწვანე ქურთუკი მოიცვა.
ხელზე მისი უბრალო ბეჭედი შეათვალიერა.
მხოლოდ ვერცხლისფერი რგოლი იყო,
მაგრამ უნდოდა ეს ბათუსთვის მიეცა.
არ იცოდა ეს იმიტომ უნდოდა,რომ არასდროს დავიწყებოდა.
თუ ყოველთვის მასზე ეფიქრა?
ბოლოს აივნის კარი მიხურა და კარებისკენ წასულს,გაჩერება მოუხდა.
კარებში დედა და ბებია შემოვიდნენ.
ბებიამ შვილიშვილი ჭრელი თვალებით შეათვალიერა.

"სად მიდიხარ?"-კესოს საწოლზე ჩამოჯდა და გოგოს თვალი წამითაც არ მოსწყვიტა.

"ბავშვებთან უნდა გავიდე ნახევარი საათით.
მერე მეცადინეობაზე"-კესანემ საათს გახედა.

"არსად არ წახვალ"-კატეგორიული ხმით მიუგო ბებიამ და დედას გახედა.

ალუბლის ტუჩებიWhere stories live. Discover now