ლოდინი.
ადამიანის ის მოქმედება,როცა იმედგადაწურული ხარ,
მაგრამ მაინც ელოდები.
მაინც გაჰყურებ კარებს და წარმოიდგენ როგორ შემოდის.
როგორ გიღიმის.
როგორ აფახურებს იმ წამწამებს, ასე ხშირად, რომ ამოსვლოდა თვალის ქუთუთოებზე.
ნელ-ნელა ეს წარმოსახვა ქვიშასავით იფანტება და მხოლოდ რჩება კარის ზღურბლი.
მის გარეშე.იმედი.
იმედი შენი მეგზურია, როცა მოლოდინით ხარ აღსავსე.
მეგობრებივით ჩასჭიდებთ ერთმანეთს ხელს, რომ რაც შეიძლება ძლიერად იყოთ.
მერე...
მერე დრო გავა.
იმედიც ქვიშასავით გაიფანტება იმ ილუზიასავით, კარის ზღურბლთან რომ წარმოიდგენდი.
მერე იმედი სულ მთლად გაქრება და ხელს დაგიქნევს.
ლოდინსაც მეტი რაღა დარჩენია,ისევ შენს გვერდით დგას მყარად.
იმედის გარეშე აზრს დაკარგავ,ვეღარ გაუძლებ.
მყარად ვეღარ იქნები და მოგერყევა ყველა ბოძი.
ამიტომ...
ამიტომ ლოდინიც გტოვებს.დაცარიელდი.
გვერდით ყველა გყავს, მაგრამ არავის უყურებ.
არავინ გინდა.
იხსენებ მოგონებებს,
ტკბილ წუთებს,
წამებს.
ხელებს ტუჩებზე ისვამ და ცდილობ...
მართლა ცდილობ, რომ მისი შეხება გაიხსენო, მაგრამ შენს ტუჩებს მისი კვალი უკვე აღარ ამჩნიათ.
დაჰყურებ ყელსაბამს.
ხელში ატრიალებ.
მერე ტუჩებზე იდებ,კოცნი,ეფერები.
თითქოს ამით ისევ ივრძნობ,
ისევ გათბები,მაგრამ ცივი მეტალი უკვე ვეღარ გამხნევებს,ამიტომ შენი კვალგასული ყელიდან იხსნი მის ნაწილს და ისევ იმ ყუთში აბრუნებ."ტასო"-მისი ძმის ხმა ესმის, მაგრამ ხმას არ ცემს.
ბიჭი გვერდით მიუწვა და ხელები მოხვია."ერთი კვირა გავიდა.
ერთი დაწყევლილი კვირა"-ამოიჩურჩულა."ის ყოველთვის გწერს, გირეკავს.
ყოველ ერთ საათში გკითხულობს ტასო...""მე ის მჭირდება და არა მისი ყალბი ყურადღება"
"ტასო აჭარბებ.
ბიჭი შენთვის ცდილობს და შეიგნე ეს დედამოტყნული"-წამოჯდა და დას გაცოფებულმა დახედა-"ტყუილად იტანჯავ თავს"