თავი 34.

2.1K 140 174
                                    

მოქუფრული,ნაცრიფერი ცა
იყო ისევ.
ოხ ეს დეკემრის დღეები როგორი სასიამოვნო იყო ზოგიერთისთვის.
მთებზეც და ქალაქის ქუჩებშიც ახალი თოვლი იყო დაფენილი.
ბავშვები დილიდანვე გამოცვივდნენ და მოძრავ მანქანებს დაუწყეს თოვლის გუნდების შენა.
კესანე ამ პატარა ბიჭებს შორის აჩქარებული ნაბიჯით მიიჩქაროდა.
შავ,თბილ კაშნეში ჰქონდა გაყინული და აწითლებული ცხვირი ჩარგული.
პატარა ფეხებს ჩქარ-ჩქარა ამოძრავებდა,თან საათს დაჰყურებდა.
უკვე 7-ის ნახევარი იყო,
არადა მერაბმა დაზუსტებით უთხრა,რომ
აუცილებლად 6 საათზე უნდა მისულიყვნენ.
ამოიოხრა როცა ტელეფონმა რეკვა დაიწყო.

"გისმენ მერაბ"

"კესანე,უკვე ნახევარი საათით დააგვიანე"

"მაპატიე რა.
ქეთის გაფიცებ მაპატიე"-გაიცინა და მეორე ქუჩაზე სწრაფად გადაირბინა.

"ოხ,როგორ მიშლი ნერვებს"

"კაი,გავთიშე და მალე მოვალ"

ტელეფონი სიცილით გათიშა და ნაბიჯს უფრო აუჩქარა.
სადარბაზოში სწრაფად შეირბინა და ქერა ბიჭის გვერდით ღიმილით დადგა.
ბიჭსაც თეთრი ცხვირი სიცივისაგან აწითლებული ჰქონდა.
ქერა თმა ისე ლამაზად გამოიყურებოდა,პირველად მოიხიბლა კესანე ქერა ბიჭით.
ბიჭს თავისი გიტარის ჩანთა ძირს ედო და მასზე ეყრდნობოდა.
თან ჩუმ-ჩუმად ეღიმებოდა.
კესანეს გახედა.

"ნიკა"-ხელი გაუწოდა.

"კესანე"-ხელი ჩამოართვა ბიჭს და კაშნეში უფრო ჩაიმალა.

"სასიამოვნოა ყვავილო"-გაიღიმა ბიჭმა და ლიფტის სარკეს მიეყრდნო.

კესანეს ღიმილი მოშორდა და უცებ 3 წლით უკან გადავარდა.
მაშინ,როცა პირველად დაუძახა ბათუმ მას ეს ზედმეტსახელი.

"იცი გიცნობ"-უთხრა ნიკამ და თავმომწონედ აიჩეჩა ქერა თმა.

"საიდან?"

"ბევრჯერ შემიმჩნევიხარ სტუდიაში.
მაგრამ არასდროს არ გამოგიხედავს.
მუდამ ჩაფიქრებული დადიხარ და დიდად არავის ეკონტაქტები"

ალუბლის ტუჩებიWo Geschichten leben. Entdecke jetzt