😩მცდელობა😩

2.8K 129 8
                                    

ანკას თვალთახედვით:
სასადილოში ვზივართ მე ლინდა და ალექსანდრა, უკვე ძალიან ნერვები მეშლება ცოტნეს მწველ მზერას ვგრძნობ, რა ამაზრზენია, სულ რამდენიმე დღით მოვექეცი თბილად, სულ 2 ღამით გვეძინა ერთმანეთის გვერდით ჩახუტებულს და მან კი მთელი პოემები შექმნა, იმედი მაქვს დემეტრესთან არაფერი უთქვამს თორემ მე ლორთქიფანიძის ღადავს ვერ გავუძლებ, არა სჯობს გოგოებს ვუთხრა თორემ უკვე რაღაცას ხვდებიან, სჯობს ჩემგან გაიგონ ვიდრე ცოტნეს წამოყლანტარებული მოისმინონ

-გოგოებო - ორივენი შემომცქერიან

-რაღაც უნდა გითხრათ - თავს ვხრი, თვალებში ვერ ვუყურებ, არც არაფერი მომხდარა ჩემსა და იმ ვაჟბატონს შორის მაგრამ ჩემი ამ უტვინო საქციელის გამო მიწევს მეგობრები მოვატყუო

-ხო რა ხდება აღარ იტყვი?- მოთმინება ეწურება და ჩემგან საუბრის დაწყებას ელოდება, ძალას ვიკრებ უკვე უნდა ვთქვა როცა, ჩვენს მაგიდასთან თემო ჯდება

-ოჰჰ ლამაზმანებო როგორ ხართ?-ყველას გვეხვევა და მხიარულად იწყებს საუბარს

-მომენტრეთ ძალიან, არ გინდათ საღამოს კლუბში წავიდეთ?-
ესღა მაკლდა რა, არადა უნდა მეთქვა, ახლა როდისღა შევძლებ ვუთხრა

-არა მე ვერ წამოვალ-ვთქვი და წვენი მოვსვი

-რატო?-ალექსა ხომ არ გამოტოვებს არც ერთ წვეულებას, კლუბს და ქეიფს

- მამაჩემმა მითხრა საღამოსთვის სახლში იყავი, სტუმრები გვყავსო -ვთქვი თითქოსდა შეწუხებულმა, არადა საერთოდ არ ვწუხდი, მაინც არ ვიყავი ახლა კლუბში წასვლის ხასიათზე

-ცუდი, აბა თქვენ რას იტყვით?- მიუბრუნდა თემო გოგოებს, რომლებიც რათქმაუნდა დაიყოლია, გაკვეთილებმა იმდენად მოსაბეზრებელად ჩაიარა მეტიც არ შეიძლებოდა, ნეტა წავსულიყავი საფრანგეთში იქ მაინც ვერ დავინახავდი დემეტრეს და ცოტნეს, დემეტრე არის ადამიანი რომელმაც მთელი სკოლის 11 წელი გამინადგურა, თავის თავზე დიდი წარმოდგენა აქვს, ჰგონია რომ ყველაფრის გაკეთების უფლება აქვს, ხშირად მინდა რომ ის სახე მივუნგრიო მაგრამ არ შემიძლია რადგან მამას დავპირდი დემეტრესგან თავს შორს დავიჭერდი, მამააა ის ადამიანი რომელიც მუდმივად გვერდით მიდგას, ყოველთვის ცდილობს ჩემთან ლაპარაკს, დროის გატარებას დედასგან განსხვავებით, ან საერთოდ ამ ქალს დედა ჰქვია? საშინლად მექცევა ზოგჯერ მგონია რომ ნაშვილები ვარ, სახლში თითქმის არასდროს არააა, დილით ადრე გადის და საღამოს გვიან ბრუნდება, არ მესმის ამ სამსახურში ასეთი რაააა რაც შვილზე უფრო მნიშვნელოვანია, თავიდან გული მტკიოდა, მაგრამ მერე ადამიანი ყველაფერს ეჩვევა, მეც მივეჩვიე დედასგან ასეთ მოპყრობას, ის და მამა მუდმივად ჩხუბობენ არ გამიკვირდება ერთი დღით რომ ადგნენ და მითხრან ერთმანეთს ვშორდებითო, სახლამდე ფეხით მივედი, ქარი ქრის მაგრამ ეს სულ არ მაწუხებს, ყურსასმენები მიკეთია და სიმღერებს ვუსმენ, ყურსასმენებს ვიხსნი ჩანთაში ვდებ, კარის სახელურს ვწევ და სახლში შევდივარ, მეორე სართულიდან ყვირილის ხმა ისმის, რათქმაუნდა ისევ ჩხუბობენ, გასაკვირი არცააა, მეორე სართულზე ავდივარ, ჩემი დანახვისას მამა ჩერდება და ცდილობს არ შეიმჩნიოს დედა კი ისევ აგრძელებს

Wicked Game 🥀 Where stories live. Discover now